შევიდეს ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23-აგვისტოს №15 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში და დანართ №2-ში შემდეგის მიხედვით:
„დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები.
საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები (შემდგომში საჯარო – მოხელე)
1. საჯარო მოხელე „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1461, 148-ე მუხლის მე 4 ნაწილით, 198-ე მუხლით და „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლით და „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე, 35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი 1– საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი 2– საჯარიმო ქვითრის ყუა.
4. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
5. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში: ოქმის შედგენის თარიღი;
ბ) მეორე პუნქტში: ოქმის შედგენის ადგილი;
გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
დ) მეოთხე პუნქტში : სამართალდამრღვევის მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი);
ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით;
ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის( ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები;
თ) მერვე პუნქტში: ადმინისტრაციული; სამართალდამრღვევის ახსნა განმარტება;
ი) მეცხრე პუნქტში: მიმღები მოლარე: საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ოქმის შემდგენელი: თანხის ბანკის დაწესებულების მიმღები მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა.
6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება ,, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა , პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
7. საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
8. საჯარიმო ქვითარი -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს კერძოდ:
ა. ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაისფერი დასხივებისას ანათებს;
ბ. მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.
გ. ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე;
9. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
10. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდამრღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
11. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.
12. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
13. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში.
2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური
ნაწილი 1.
საჯარიმო ქვითარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N 000000
ოქმის შედგენის თარიღი: --------------------------- 2) შედგენის ადგილი: ----------------------
(რიცხვი, თვე, წელი) (მისამართი)
3) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4) სამართალდამრღვევის მონაცემები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი)
5) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: --------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6) პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქ. კანონის
------------------------------------- მუხლის ---------------------------- ნაწილით, რაც ითვალისწინებს
ჯარიმას ---------------------------------------------------------------------------------- ლარის ოდენობით.
7) მოწმის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები: --------------------------------------------
8) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: -----------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9) მიმღები მოლარე: --------------- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: -------------------------
ოქმის შემდგენელი: --------------------------------------- მოწმე ან სხვა პირი: ------------------------------
(ხელმოწერა) (სტატუსი, ხელმოწერა)
სამართალდამრღვევი: ---------------------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე უარის თქმა ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის შესახებ აღნიშვნა)
ნაწილი ll
საჯარიმო ქვითრის ყუა
N
000000
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.
1. -------------------------------------------------------
(გადამხდელის სახელი, გვარი)
2. --------------------------------------------------------
(გადამხდელის მისამართი)
3. ----------------------------------------------------------
(ჯარიმის ოდენობა )
4. საქ. კანონის ----------------- მუხლის ---- ნაწილი
5. ----------------------------------------------------------
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6.----------------------------------------------------------
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე: ---------------------------------------
8. შემომტანი: -------------------------------------------
თარიღი: -----------------------------------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ ( ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, მის.: დ. ლენტეხი, თამარ მეფის ქ. №24).
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი: რეგისტრაციის №
|