მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის ტერიტორიაზე და სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.153.016534
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2020 წლის 25 ივნისი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის ტერიტორიაზე და სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე. დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 41-ე და 43-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი  გეგმების  შემუშავების  წესის“  მე-2  მუხლის პირველი პუნქტის „ ნ “ ქვეპუნქტის,  მე-3 მუხლის  მე-6 პუნქტის,  მე-15 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა  და  მე-19  მუხლის  პირველი  და  მე-3  პუნქტების  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის ტერიტორიაზე (ს/კ 72.16.06.524) და სოფელ  მუხათწყაროს მიმდებარედ არსებულ  მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.16.24.019) საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის  განაშენიანების დეტალური გეგმა დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე