ს.ს „გრაალი 92-ის“ აქციონერთა რიგგაეეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს.ს „გრაალი 92-ის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
2020 წლის 30 ივნისს 12:00 საათზე მოწვეულია სს „გრაალი-92“-ის (სნ 208145782) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება (სააღრიცხვო დღე: 2020 წლის 01 ივნისი ) მისამართზე თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი, №42-ში.
საზოგადოების აქციონერის 2020 წლის 16 ივნისის განცხადების საფუძველზე კრების დღის წესრიგს დაემატა განსახილველი საკითხები და 2020 წლის 30 ივნისს მოწვეული სს „გრაალი-92“ -ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგია:
1. სს „გრაალი-92“-ის (სნ 208145782) საკუთარი გამოსყიდული აქციების (სახაზინო აქციების) გაუქმება და საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შემცირება;
2. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
3. საზოგადოების მიერ აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული აქციების გამოსყიდვა;
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა;
სს „გრაალი-92“-ის (სნ 208145782) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 20206წლის 01 ივნისი. აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სს „გრაალი-92“ -ის (სნ 208145782) მისამართზე: თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი, №42-ში, 2020 წლის 19 ივნისიდან 2020 წლის 30 ივნისამდე ყოველ სამუშაო დღეს, 12-00 საათიდან 14-00 საათამდე.
სს „გრაალი-92“-ის (სნ 208145782) სამეთველყურეო საბჭოს მიერ გაცემულია რეკომენდაცია, საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მიერ მხარდაჭერილ იქნას დღის წესრიგით გავალისწინებული საკითხები.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება საზოგადოების მომსახურე ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორში: მისამართი: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა (მოსაშვილის 11), მე-7 სართული, ოფისი 714, ელ.ფოსტა - info@usr.ge, ვებგვერდი – www.usr.ge.
სს „გრაალი-92“ -ის (სნ 208145782)
გენერალური დირექტორი ზურაბ ლოლუა, 01010000842
17 ივნისი, 2020 წელი