საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.06.2020
ძალაში შესვლა 05.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №66/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017924
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2020
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.02.2019
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.02.2019
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №66/ნ
2020 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №16/ნ ბრძანება;
ბ) „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №18/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 5 ივლისიდან.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში;
გ) უცხო ქვეყნებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;
დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებები, მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვ.) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა. კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე მიმდინარე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, მათ შორის, საწევრო გადასახადების უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილისთვის წარდგენა და მათი შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;
ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია;
ზ) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;
თ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი და სხვა) სამინისტროს მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობის კოორდინაცია;
ი) საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებთან მიმართებაში პრიორიტეტების განსაზღვრა, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა და კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია;
კ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სფეროების/დარგების ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; საერთაშორისო, სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების კონცეფციის განსაზღვრა, პროგრამის შემუშავება, მის ფარგლბში ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრა, ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე;
მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით პროგრამების/ქვეპროგრამების შესაბამისად კონკურსების პროცესის ადმინისტრირება; პროგრამების/ქვეპროგრამების შესახებ ანგარიშების მომზადება;
ო) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა, კოორდინაცია, განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და შეფასება;
პ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევითი საქმიანობის ინიცირება/წარმართვა/კოორდინაცია;
ჟ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში ეროვნულ დონეზე არსებული სიტუაციის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება;
რ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია და მათი შესრულების კონტროლი/მონიტორინგი;
ს) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, მის სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება/მონიტორინგის მიზნით;
ტ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში ინკლუზიური განვითარების (საზოგადოების მარგინალიზებული/მოწყვლადი და ნაკლებად დაცული ჯგუფების ჩართულობის) ხელშეწყობა, ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სხვა პროგრამების/პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
უ) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ფ) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში;
ქ) უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;
ღ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიებისა და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
ყ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სტრატეგიების დაგეგმვის, განხორციელების პროცესისა და შედეგების გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფა;
შ) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველო;
გ) საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველო;
დ) სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო;
ე) ინკლუზიური განვითარების სამმართველო.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები
მუხლი 7🔗
1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით, დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.
2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ;
ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების პროექტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის ან მინისტრის მოადგილის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებსა და კომპეტენციის ფარგლებში – სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სხვადასხვა სახის დოკუმენტებს.
ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
კ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;
მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხზე;
ო) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს. ასევე პერიოდულ ანგარიშებს მათი მოთხოვნისამებრ;
პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს.
6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოადგილეები.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
დ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, დეპარტამენტის უფროსის მიერ მისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად, ავიზებს სამმართველოებში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − ბრძანებების პროექტებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 10🔗
1. საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის კოორდინაცია;
დ) ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიზნით უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;
ე) სამინისტროს სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებები, მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვ.) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე მიმდინარე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებში მონაწილეობის მიღება და სახელმწიფოთაშორისო საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი, შეხვედრა და სხვა) სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
კ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 11🔗
1. ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობა და წახალისება. „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში არსებული პრიორიტეტების შემუშავება, მათი კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის მომზადება;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; პოლიტიკის განხორციელების პროცესში თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ) ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და ამ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება/კოორდინაცია და ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა;
ვ) საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და წარმართვა, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია;
თ) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ი) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსათვის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე;
კ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის „ცოდნის კარი“ ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი;
ლ) ევროკავშირთან ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება;
ნ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
1. საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა და ამ მიმართულებით საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) საზღვარგარეთ ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის შესაბამისი პროგრამების/ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურული ტურიზმის ღონისძიებების ხელშეწყობა/ორგანიზება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ფორუმების, გამოფენების, კონფერენციებისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელი აქტივობების ორგანიზება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო კომპონენტის გათვალისწინებით სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების (სახელმწიფო დღესასწაულები და სხვა.) დაგეგმვა/ განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ქართული კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის პოპულარიზაციის ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილი აქტივობების სტრატეგიული ანალიზი, განხორციელებული პროექტების შედეგების ანალიტიკური კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ღონისძიებებში სამინისტროს წარმომადგენლობა;
ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 13🔗
1. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების/განხორციელების პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და წარმართვა: გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება, ანგარიშგება;
ბ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის განვითარების (კვლევა, ანალიზი, დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი) პროცესში სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა;
გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სტრატეგიული განვითარების პროცესის ღიაობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
დ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის/ სტრატეგიული დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ე) სტრატეგიული განვითარების პროცესში სამინისტროს შიდა და გარე თანამშრომლობის კოორდინაცია;
ვ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციის შესაბამისად ჩართულობის კოორდინაცია, სხვა უწყებების/დარგების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიზნით;
თ) ყველა დაინტერესებული მხარის საკონსულტაციო დახმარება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების განვითარების, სამოქმედო გეგმების შემუშავება/ანგარიშგების საკითხში;
ი) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევითი საქმიანობის საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა და წარმართვა;
კ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკასა და სფეროებში/დარგებში საერთაშორისო სტანდარტების და საზღვარგარეთის ქვეყნების წარმატებული გამოცდილების შესწავლა;
ლ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების განვითარებისათვის რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება კვლევისა და ანალიზის საფუძველზე;
მ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ნ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსისა/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 14🔗
1. ინკლუზიური განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
ბ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით კვლევითი საქმიანობის ორგანიზებაწარმართვა და განხორციელების ხელშეწყობა/თანამონაწილეობა;
გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ინკლუზიურ განვითარებასთან დაკავშირებულ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა და ცვლილებების ინიცირება;
დ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების ინკლუზიური განვითარების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი გათვალისწინებით შესაბამისი მეთოდოლოგიის, სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების შემუშავება-განხორციელების კოორდინაცია;
ე) პირის სპეციალური საჭიროების იდენტიფიცირება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მის საჭიროებაზე მორგებული ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სერვისების განვითარება და ინტეგრაციის მხარდაჭერა;
ვ) ინკლუზიური განვითარების მიმართულებით ადგილობრივ/საერთაშორისო და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ზ) დაფინანსების მოდელების შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება;
თ) ინკლუზიური განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა;
ი) განათლების ყველა საფეხურზე, კულტურის და სპორტის სფეროში მეთოდოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
კ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების ინკლუზიური განვითარების საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის მიღება;
ლ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების/სტუდენტების სწავლა-სწავლების პროცესის მხარდაჭერა ტექნოლოგიების, ალტერნატიული მხარდამჭერი პროგრამების, რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
მ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროს ინკლუზიური განვითარების მიზნით პროგრამების და პროექტების განხორციელება;
ნ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების ინკლუზიური განვითარების მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ო) ადგილობრივ/საერთაშორისო და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
პ) სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა;
ჟ) სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირების მიერ ინკლუზიური განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია;
რ) სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
ს) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიული მიზნების განსაზღვრის მიზნით სტატისტიკური მონაცემების მოძიება და დამუშავება;
ტ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
უ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. ინკლუზიური განვითარების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი