ქალაქ ქუთაისში, ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.06.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №278
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2020
matsne.gov.ge 169 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევისათვის მალხაზ კუხიანიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 24.06.2020 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 21.10.2021 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №598 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის, იოანე ზოსიმეს ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იოანე ზოსიმეს სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 21.11.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 21.01.2021 ქალაქ ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის ცნობილი ქირურგის, ედუარდ როძევიჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 18.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისში, ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №278  2020 წლის 24 ივნისი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისში ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე: მუხლი 1🔗. ქალაქ ქუთაისში ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სახელი. მუხლი 2🔗. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო  სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა № 11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი      ირაკლი  შენგელია