„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.161.016467
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2020 წლის 30 ივნისი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N21 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge; 20/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016400) დანართში და:

ა) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი – მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.“

ბ) დებულებას დაემატოს მე-13 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით სამსახურში იღებს და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას უწყვეტს მერი.

2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. მერის წარმომადგენელი:

3.1. მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

3.2. ხელს უწყობს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

3.3. მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

3.4. მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

3.5. ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

3.6. საქონლის ადგილწარმოშობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობების გაცემის მიზნით შეისწავლის საკითხს და სამსახურებრივ ბარათს წარუდგენს მერს;

3.7.   სამსახურებრივი   ბარათით   აწვდის   ინფორმაციას   გარდაბნის   მუნიციპალიტეტის   მერს   დაბადების რეგისტრაციის არარსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ, სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე, შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში;

3.8. სამსახურებრივი ბარათით აწვდის ინფორმაციას მერს პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ თუ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია;

3.9. აწვდის ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

3.10. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;

3.11. პერიოდულად წარუდგენს მერს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ;

3.12. ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

3.13. შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე და ინფორმაციას წარუდგენს მერს;

3.14. შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ და ინფორმაციას წარუდგენს მერს;

3.15. მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

3.16. ახორციელებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის დასუფთავების (მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვება და გატანა) კონტროლს. მომსახურების გამწევი პირის მიერ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის არასათანადო დასუფთავების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობებს მერს;

3.17. თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს მერს;

3.18. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურებისა და კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების სარგებლობის შესახებ ინფორმაციის გაცემის მიზნით იკვლევს ინფორმაციას და სამსახურებრივი ბარათით წარუდგენს მერს;

3.19. „სახელმწიფო მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით“ ამზადებს დოკუმენტაციას და სამსახურებრივი ბარათით აგზავნის მერიაში.

3.20. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხის განმხილველი და შესაბამისი რეკომენდაციების წარმდგენი სათათბირო ორგანოს - საბჭოსთვის მხარდაჭერის განხორციელება (მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებისთვის);

3.21. ასრულებს საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებას/მოვალეობას;

3.22. ასრულებს მერის სხვა დავალებებს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

გ) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის დასაგეგმი პერიოდებია 6 თვე და ერთი წელი. მერიის სამსახურის და მერის წარმომადგენლების დასაგეგმი პერიოდებია კვარტალი და წელიწადი.“;

დ) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია 6 თვე და ერთი წელი. მერიის სამსახურის და მერის წარმომადგენლების საანგარიშგებო პერიოდებია კვარტალი და წელიწადი. სამსახურის განყოფილების და მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი