„საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.532
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის
ბრძანება №01/37
1999 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წ. 6 თებერვლის №68 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების“ მე-17 მუხლის შესაბამისად,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:
ა. 1999 წ. 27 აპრილიდან, დაცული ცხოველები (WWF), „წავი“ – 4 მარკა; ავტორები – იუენ ბელი და ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ლითოგრაფიული 4 ფერში; ქაღალდი – 102-გრამიანი გუმირებული; პერფორაცია – 12; თითოეული მარკის ტირაჟი –250 ათასი ცალი, აქედან 125 ათასი თითოეული დასახელების მარკა დაბეჭდილია ფურცლებად (1 ფურცელში 10 მარკა), დანარჩენი 125 ათასი ცალი საერთო (მცირე) ფურცლებად (1 საერთო ფურცელი შეიცავს 4 სხვადასხვა მარკისაგან შემდგარ 5 სერიას); ზომები: მარკების 28,5 X 42 მმ, ფურცლების 165 X 105 მმ. საერთო (მცირე) ფურცლების 218 X 187 მმ.
მარკა №221 ინდექსით ა.
ნომინალი 10 თ.
მარკა №222 ინდექსით ბ.
ნომინალით 20 თ.
მარკა №223 ინდექსით გ.
ნომინალით 30 თ.
მარკა №224 ინდექსით დ.
ნომინალით 60 თ.
ბ. 1999 წ ლის 28 აპრილიდან, „ევროპა-99“ მარკა. „ბაწარა-ბაბ ა ნეურის ნაკრძალი“ და „ლაგოდეხის ნაკრძალი“; ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა –ლითოგრაფიული 4 ფერში; ქაღალდი – 102-გრამიანი გუმირებული; პერფორაცია – 12; თითოეული მარკის ტირაჟი – 180 ათ. ცალი; მარკები დაბეჭდილია ფურცლებად (1 ფურცელში 10 მარკა); ზომები: მარკების 28, 5 X 42 მმ, ფურცლების 165X105 მმ.
მარკა №225 ინდექსით ა.
„ბაწარა-ბაბნეურის ნაკრძალი“
ნომინალით 20 თ.
მარკა №226 ინდექსით ბ.
„ლაგოდეხის ნაკრძალი“
ნომინალით 80 თ.
ს. ესაკია