„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6845-რს
სარეგისტრაციო კოდი
460070000.05.001.020004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2020

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14 (45-46/13),  12 აპრილი, 1997, გვ. 3) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას  და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულებას;“.

მუხლი 2. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელოს თავის მიერ შექმნილი ან/და დაპროექტებული ინფრასტრუქტურისა და სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6845-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.07.2020.
როდის იქნა მიღებული „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6845-რს. სარეგისტრაციო კოდი — 460070000.05.001.020004.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6845-რს, 14.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 460070000.05.001.020004 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4911873/