„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №265
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ნებართვა – ამ მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის ინსტრუქციით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;“.
2. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) პირი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს საწარმო, მუდმივი დაწესებულება ან ინდივიდუალური მეწარმე;“.
3. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა – როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის:
ი.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში;
ი.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
ი.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ;“.
4. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა – როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში ნებისმიერი პირის:
კ.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში;
კ.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
კ.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ;“.
5. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები.
6. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
1. ნებართვა გაიცემა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ი“ ან „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის.
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შეადგენს 3 წელს.
3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის, მათ შორის:
ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას, ან ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას;
ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას.
4. ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორია ან შენობა-ნაგებობის ფართობი, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა, ან ნებართვის აღებისას მოითხოვოს საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმება ამ პუნქტით დადგენილი წესით.
ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს:
ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება და სიტუაციური გეგმა (ნახაზი), სადაც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი საწყობის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი მონაცემები (მაგ., ახალი შესასვლელის ან გამოსასვლელის დამატების შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, სათავსის საიდენტიფიკაციო ნომერი, „საბაჟო კონტროლის ზონის“ აღნიშვნის მდებარეობა, საჭიროების შემთხვევაში, შემომსაზღვრელი ღობის მდებარეობა და ა.შ.);
ბ) „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა აღემატება ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობას. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დამატებითი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა შეადგენს ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებულ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიასა და ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიას შორის სხვაობას. თუ ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა ნაკლებია ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობაზე, ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო სამუშაო დღეს ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის თანხის შესაბამისი ნაწილი ექვემდებარება შემცირებას;
გ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას ნებართვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ) ნებართვის აღებისას მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმების შემთხვევაში ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელი ინფორმაცია;
ე) იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრულ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, სადაც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა.
5. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადებისა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს ამ განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 დღეში.
6. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ. გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და განმცხადებელს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვაში მითითებული საწყობის ტერიტორიის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.
8. ნებართვის მოქმედების ვადაში ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ან შენობა-ნაგებობის ფართობის შეცვლის ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახალი შენობა-ნაგებობის აგების ან/და არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევის ან ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების მიუხედავად საწყობში სხვა სახის საქონლის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.
7. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს საწარმოს ან ინდივიდუალური მეწარმის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო მუდმივი დაწესებულების შემთხვევაში – ცნობა რეგისტრაციის შესახებ.“.
8. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 2 მეტრი სიმაღლის. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაკეთდეს წარწერა „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs control zone“ ამასთან ფირნიში დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში არანაკლებ 1 მეტრისა) და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;“.
9. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;“.
10. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ვალდებულება საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის ელექტრონულად დაუყოვნებლივ წარდგენის უზრუნველყოფის თაობაზე. ამ მიზნით ნებართვის მფლობელმა ან ნებართვის მაძიებელმა უნდა უზრუნველყოს მათი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკით შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ სერვერთან არანაკლებ 512 კბ/წამში სიჩქარით კავშირი, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნებართვის მაძიებელმა უზრუნველყონ არანაკლებ 128 კბ/წამში სიჩქარით კავშირი.“.
11. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში წარდგენა, აგრეთვე საწყობის ბეჭდის ნიმუში, ფიზიკურ პირთა ცვლიანობის გრაფიკი;“.
12. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ცნობა სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუშის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების შესახებ (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) საწყობში განთავსებული სათავსებისათვის გამშვებ-ჩამკეტი ხელსაწყოები ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება დალუქვას);
ო) წერილობით დადასტურებული ვალდებულება ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) საწყობის სამუშაო დროდ კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00:00 – 24:00 საათის განსაზღვრის შესახებ.“.
13. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) ვალდებულებას იკისრებს, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საავიაციო გადაზიდვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ საქონელს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
დ) იკისრებს ვალდებულებას, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საფოსტო გზავნილებს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 0,5 ტონა საქონლის აწონვა;
ე) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო ან მძიმე დისტილატებს.“.
14. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის). აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს.“.
15. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში არის სანებართვო პირობების დარღვევა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.
16. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, საშვის რეჟიმის, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობზე);“.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაში შევიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.
პირველი ვიცე-პრემიერი ნ. გილაური