საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7083-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2020

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1752 მუხლი:

„მუხლი 1752. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციაზე ზედამხედველობა

1. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე. ამ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.

3. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ვოლსკი

 

 

თბილისი,

3 სექტემბერი 2020 წ.

N7083-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.09.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 03.09.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №7083-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016067.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.09.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №7083-Iს, 03.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4912276/