On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №396 |
|
2020 წლის 1 ივლისი ქ. თბილისი |
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხები საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე ამ საკომპენსაციო თანხის გადახდისა და მისი გადახდისგან გათავისუფლების წესი და პირობები (დანართი №1).
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების წესი და პირობები (დანართი №2).
|
ეს დანართი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკომპენსაციო თანხების ოდენობას საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე ამ საკომპენსაციო თანხების (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდისა და მისი გადახდისგან გათავისუფლების წესსა და პირობებს.
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხა გადაიხდება, თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხა გადაიხდება მიწის ნაკვეთის ფართობის პროპორციულად და შეადგენს:
ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – 100 000 ლარს ერთ ჰექტარზე;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – 34 001 ლარს ერთ ჰექტარზე.
საკომპენსაციო თანხის გადახდისგან გათავისუფლებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება.
საკომპენსაციო თანხის გადახდა წარმოებს მიწის ნაკვეთზე მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
დანართი №2
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების წესი და პირობები
ეს დანართი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების წესსა და პირობებს, კატეგორიის ცვლილების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირებს.
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია:
ა) საძოვარი;
ბ) სათიბი;
გ) სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული);
დ) საკარმიდამო.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დასაშვებია შემდეგი წესით:
ა) საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;
ბ) სათიბის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;
გ) სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით.
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
3. თუ სააგენტოში დაცული ინფორმაციით ან/და მიწის ნაკვეთზე გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული კატეგორიის შესაბამისად.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება რეგისტრირდება მესაკუთრის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land“?
- დიახ, Ordinance of the Government of Georgia „On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land“?
- „On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land“ მიღებულია 01.07.2020. მიმღები ორგანო — Government of Georgia. დოკუმენტის ნომერი — №396. სარეგისტრაციო კოდი — 370020000.10.003.022110.
- რამდენი მუხლისგან შედგება „On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
Ordinance of the Government of Georgia „On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land“, №396, 01.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 370020000.10.003.022110 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4912808/