„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობაში, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებში.“.
2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს მეთაური (უფროსი) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ერთად.“.
3. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები.
2. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6983-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6983-რს. სარეგისტრაციო კოდი — 120260040.05.001.020102.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6983-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 120260040.05.001.020102 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4913331/