საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-15 მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მხარე სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/მუნიციპალიტეტია, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება.
2. სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს.
3. სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი.“.
2. 32-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას, ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის, მათ შორის, კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად გამოცხადებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას ან/და კომერციული ბანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, სასამართლო უფლებამოსილია ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ნაცვლად ძალადაკარგულად გამოაცხადოს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6881-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6881-რს. სარეგისტრაციო კოდი — 030000000.05.001.020019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6881-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.020019 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4915022/