სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი“-ს შენობისათვის (საკადასტრო კოდი № 44.01.31.393) დიმიტრი ჯაიანის სახელის მინიჭების თაობაზე

მიღების თარიღი 25.06.2020
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2020
matsne.gov.ge 249 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგინეს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 29.07.2020 სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მეორე ნოსირის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 20.11.2020 სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ზანის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 29.07.2020 სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საგაბესკირიოს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 28.05.2021 სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 29.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი“-ს შენობისათვის (საკადასტრო კოდი № 44.01.31.393) დიმიტრი ჯაიანის სახელის მინიჭების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №10 2020 წლის 25 ივნისი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ შენობისათვის (საკადასტრო კოდი № 44.01.31.393) დიმიტრი ჯაიანის  სახელის მინიჭების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16  მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის  პირველი  ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  სენაკის  მუნიციპალიტეტის  მერიის 2019 წლის 14 ნოემბრის (№01/401) მომართვისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 10 მარტის №19 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ა(ა)იპ  „სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“  შენობას  (საკადასტრო კოდი № 44.01.31. 393) მიენიჭოს საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის სახელობის ლაურიატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო პრემიის „პრესტიჟის“ ლაურიატის – დიმიტრი ჯაიანის  სახელი. 2. განკარგულება  გადაგზავნილ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.     3. განკარგულება  მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეს“ ვებგვერდზე. 4.  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში) ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ). 5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ.№ 247). სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ბადრი კალანდარიშვილი