რკ ,,ალაზნის თავის " რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

რკ ,,ალაზნის თავის " რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

2020 წლის 1 ივლისი

რკ ,,ალაზნის თავის (ს/ნ 424613555)

მეპაიეებს

მ ო ს ა წ ვ ე ვ ი

კოოპერატივის განმეორებით საერთო კრებაზე

2020 წლის 1 ივლისის რიგგარეშე საერთო კრება არ შედგა დასწრების კვორუმის არქონის გამო.

ჩვენი კოოპერატივის წესდების, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განჩინების საფუძველზე (რომელიც 2020 წლის 28 მაისს გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“), განმეორებით ვიწვევ კოოპერატივის საერთო კრებას შემდეგი დღის წესრიგით:

2015-2019 წლების ანგარიში;

კოოპერატივის აუდიტორული შემოწმება;

გამგეობის წევრების (დირექტორების) არჩევა;

საპაიო შენატანების განხორციელების ვადების განსაზღვრა;

სხვადასხვა.

კრება ჩატარდება 2020 წლის 31 ივლისს, 12:00 საათზე, იურიდიული ფირმის ,,ჯეი-ემ-ქეი“ მისამართზე: თბილისი, გაგარინის ქუჩა 13-ა, მეორე სართული, ტელ.: 238-97-97; 599  98-02-02.

კრების მოწვევაზე უფლებამოსილი პირი

დავით მუმლაძე (პ/ნ 01001003133)

მეპაიე