აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2020
ძალის დაკარგვა 19.09.2022
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №82-ძ/ს
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,745 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2020 მიღება
19.09.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის ბრძანება №82-ძ/ს 2020 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს  დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულება“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრიკონსტანტინე კუჭუხიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სუბიექტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და  აწესრიგებს  მის  საქმიანობასთან  დაკავშირებულ  სხვა საკითხებს. 2. სუბიექტი წარმოადგენს სამინისტროს შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. სუბიექტი თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების, სამინისტროს დებულებისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, კონფიდენციალურობის, გამჭვირვალობის, საჯაროობის  და სამართლიანობის პრინციპებით. 4. სუბიექტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 5.  სუბიექტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 6. სუბიექტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების  და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.   მუხლი 2🔗. სუბიექტის მიზნები და ამოცანები 1. სუბიექტი დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობის შედეგად აანალიზებს და აფასებს სამინისტროში არსებულ პოლიტიკასა და პროცედურებს, კანონმდებლობასა და არსებულ სტანდარტებთან მიმართებით შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად, პროდუქტიულად გამოყენებისა და  სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევისთვის. 2. სუბიექტის ამოცანას წარმოადგენს მინისტრი უზრუნველყოს სანდო და სრული ინფორმაციით სამინისტროში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. მუხლი 3🔗. სუბიექტის ფუნქციები სუბიექტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან, სხვა წესებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება; დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. მუხლი 4🔗. სუბიექტის უფლებამოსილებანი 1. სუბიექტის უფლებამოსილია:  ა) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ბ) შიდა აუდიტის ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედებების განხორციელებისას, სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა); გ) მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება, აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; დ) აუდიტორული შემოწმებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა, აგრეთვე, ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 2. სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლებს, ითანამშრომლონ სუბიექტის თანამშრომლებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის, მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და შესაბამისი ქმედებების განხორციელება. მუხლი 5🔗. სუბიექტის მოვალეობანი სუბიექტი ვალდებულია: ა) დაიცვას „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ)  შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 6🔗. სუბიექტის ხელმძღვანელობა 1. სუბიექტს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სუბიექტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სუბიექტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. სუბიექტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს  სუბიექტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სუბიექტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ზედამხედველობას უწევს სუბიექტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ე) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ვ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის  სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; კ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; ლ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; მ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას; ნ) უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და მინისტრს  წარუდგენს მათ დასანიშნად; ო) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სუბიექტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; პ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სუბიექტის ამოცანების შესასრულებლად; ჟ) შუამდგომლობს სუბიექტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; რ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე სუბიექტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს; ს) პასუხისმგებელია სუბიექტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ტ) ახორციელებს ამ დებულებით მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 7🔗. შიდა აუდიტის დაგეგმვა 1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია: ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა; ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა; გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა. 2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზეც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა. 3. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. 4. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. 5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. 6. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება სუბიექტის უფროსის წინადადებით, რისკის შეფასების საფუძველზე. 7. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე. 8. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, ასევე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს სუბიექტის უფროსი, ამტკიცებს მინისტრი და  ეგზავნება ჰარმონიზაციის ცენტრს. 9. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის სუბიექტის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა. მუხლი 8🔗. შიდა აუდიტორული შემოწმება 1. შიდა აუდიტორული შემოწმება არის სარეკომენდაციო შემოწმება, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტში განსახორციელებელი ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობას. 2. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით. 3. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ა) აუდიტის დაგეგმვა; ბ) აუდიტის განხორციელება; გ) ანგარიშგება; დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. 4. შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებია: ა) სისტემური აუდიტი; ბ) შესაბამისობის აუდიტი; გ) ეფექტიანობის აუდიტი; დ) ფინანსური აუდიტი; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი. მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა  „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული ფუნქციებისა. 2. შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა  ინტერესთა კონფლიქტის ერთ -ერთი შემდეგი შემთხვევა: ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში; ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის  განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში; გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს სუბიექტის უფროსი. მუხლი 10🔗. შიდა აუდიტორული ანგარიში 1. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად სუბიექტი ადგენს შიდა აუდიტორული  ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან სუბიექტის უფროსის მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინოს არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში. 3. შიდა აუდიტის ობიექტს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს. შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილს და შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას უგზავნის  სუბიექტის უფროსს. 4. სუბიექტი, შიდა აუდიტის ობიექტის მიერ მოსაზრების მიღებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს, გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას, რომელსაც წარუდგენს შიდა აუდიტის ობიექტს და მინისტრს. 5. შიდა აუდიტის ობიექტის უფროსი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული და შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულებისათვის და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რომელსაც წარუდგენს სუბიექტის უფროსს და მინისტრს. 6. თუ სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას. მუხლი 11🔗. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში 1. სუბიექტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება: ა) ინფორმაცია დაგეგმილი და  განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ; ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროში არსებული ფინანსური მართვისა და  კონტროლის სისტემის შესახებ; გ) სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში); დ) სუბიექტის მიერ შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების დაფარვის მოცულობა; ე) სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ; ვ) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი  შეზღუდვის თაობაზე; ზ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ. 2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე. მუხლი 12🔗. სუბიექტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან 1. სუბიექტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. სუბიექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ იურიდიულ პირთან − მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან ერთი თვის ვადაში. 3. სუბიექტის სხვა უწყებებთან თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 13🔗. გარდამავალი დებულებები სუბიექტის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით.