ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხის სახელდების თაობაზე

მიღების თარიღი 03.07.2020
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2020
matsne.gov.ge 182 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 05.08.2022 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კიკვიძის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 07.06.2019 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 03.11.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მლაშეში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 27.05.2022 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში თეატრის ქუჩაზე მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 05.08.2022

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №74 2020 წლი 3 ივლისი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხის სახელდების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის,  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზაზა ანდრიაძის ინიციატივისა და გეოგრაფიული ობიექტების  სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 22 ივნისის №20 ოქმის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხს ეწოდოს „აფხაზეთის ქუჩის I ჩიხი“. 2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას; 3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            მამუკა წოწერია