„სამეცნიერო პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების კრიტერიუმებისა და წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 03.05.1999
გამომცემი ორგანო განათლების სამინისტრო
ნომერი №129
სარეგისტრაციო კოდი 190.012.003.559
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41(48), 31/08/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.05.1999 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| N | გვარი, სახელი |
დოკუმენტის ტექსტი
„სამეცნიერო პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების კრიტერიუმებისა და წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება
№129
1999 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების კრიტერიუმებისა და წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ
„
განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 3ზ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „
სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების კრიტერიუმებისა და წესის შესახებ“
.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს (გ. მათიაშვილი).
ალ. კარტოზია
დებულება სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების კრიტერიუმებისა და
წესის შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შემოღებულია დოცენტისა და პროფესორის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება.
2. საქართველოს კონსტიტუციისა და "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე უმაღლესი სასწავლებლის ავტონომიურობის ფარგლებში დოცენტისა და პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების პრეროგატივა თვით უმაღლეს სასწავლებელს ენიჭება.
3. საქართველოს განათლების სამინისტრო, როგორც სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი უმაღლესი სასწავლებლის სამართლებრივ ურთიერთობებში ახდენს მიკუთვნების პროცესის კოორდინირებას და მიკუთვნებული წოდებების სახელმწიფო რეგისტრაციას.
საქართველოში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების საკითხები რეგულირდება წინამდებარე დებულებით, უმაღლესი სასწავლებლის დებულებითა და პროფესორთა საბჭოს დებულებით.
II. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორთა საბჭოს მუშაობის წესი
1. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წყვეტს უმაღლეს სასწავლებელთან შექმნილი პროფესორთა საბჭო.
2. პროფესორთა საბჭოს შემადგენლობას ამ დებულებით დადგენილი წესის ფარგლებში ადგენს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი და წარმოდგენილი სიის (დანართი 1) მიხედვით ამტკიცებს საქართველოს განათლების სამინისტრო შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. პროფესორთა საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი. მის შემადგენლობაში შედის აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის შტატში მომუშავე პროფესორის წოდების მქონე სულ ცოტა 30 პირი. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოადგილესა და სწავლულ მდივანს.
4. პროფესორთა საბჭო უფლებამოსილია სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები მიაკუთვნოს მხოლოდ იმ დარგებში (სპეციალობებში), რომელიც საბჭოში წარმოდგენილია სულ ცოტა 3 სპეციალისტით. გამონაკლისის სახით ნებადართულია სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამეცნიერო დაწესებულებიდან ერთი სპეციალისტის მოწვევა ერთ სპეციალობაში. სულ მოწვეულთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პროფესორთა საბჭოს სიითი შემადგენლობის 10 %-ს.
5. პროფესორთა საბჭოს სხდომები იმართება რეგულარულად საჭიროების მიხედვით.
6. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორთა საბჭო თავისი მუშაობისას ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებითა და საკუთარი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი.
III. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესი
1. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მინიჭებისათვის პროფესორთა საბჭოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:
ა) შუამდგომლობა სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მაძიებლის სამუშაო ადგილიდან სპეციალობისა და შიფრის მითითებით;
ბ) ორგანიზაციის საბჭოს ოქმის ამონაწერი;
გ) მაძიებლის დახასიათება სამუშაო ადგილიდან;
დ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
ე) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ვ) დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებული შრომების სია;
ზ) ამ შრომების ამონაბეჭდი.
ყველა წარმოდგენილი საბუთი დამოწმებული უნდა იყოს მაძიებლის ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ.
2. იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც არსებობს პროფესორთა საბჭო, პროცედურა ასე წარიმართება: კათედრა, სადაც მუშაობს მაძიებელი, აღძრავს შუამდგომლობას ფაკულტეტის საბჭოს წინაშე. დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში საბუთები, ჩამოთვლილი ამ მუხლის 1-ლ პუნქტში, გადაეგზავნება პროფესორთა საბჭოს დასკვნისათვის. თუ პროფესორთა საბჭო მიაკუთვნებს მაძიებელს საძიებელ სამეცნიერო პედაგოგიურ წოდებას, მაშინ პროფესორთა საბჭოს ოქმის ამონაწერი, ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი, პროფესორთა საბჭოში წარმოდგენილი საბუთების ასლი და სათანადოდ შევსებული ბანკ-ბარათი (სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლებისათვის ვიზირებული კულტურის სამინისტროს მიერ ( დანართი 2) გადაეგზავნება განათლების სამინისტროს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების სახელმწიფო რეგისტრაციაში გასატარებლად. განათლების სამინისტრო საბუთების მიღებიდან 2 კვირის ვადაში ვალდებულია გაატაროს წარმოდგენილი სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება სახელმწიფო რეგისტრაციაში და გადაუგზავნოს შესაბამის პროფესორთა საბჭოს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების დამადასტურებელი დიპლომი შესავსებად და ადრესატისათვის გადასაცემად.
3. იმ უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო-კვლევით და სამეცნიერო-ტექნიკურ დაწესებულებებში, სადაც პროფესორთა საბჭო არ არსებობს, ფაკულტეტის საბჭოს შუამდგომლობა სათანადო საბუთებით ეგზავნება უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭოს. დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, სასწავლებლის სამეცნიერო საბჭო აღძრავს შუამდგომლობას იმ უმაღლესი სასწავლებლის პოფესორთა საბჭოს წინაშე, რომელიც უფლებამოსილია მიანიჭოს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები მაძიებლის სპეციალობით. შემდგომი პროცედურა წარიმართება ისევე, როგორც ეს მიღებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში.
IV. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიეკუთვნება პირს, რომელსაც:
ა) საკონკურსო ან საკონტრაქტო საფუძველზე ან ბრძანებით უკავაია რექტორის, პრორექტორის, კათედრის გამგის, პოფესორის ან დოცენტის თანამდებობა;
ბ) აქვს პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი;
გ) ამ თანამდებობაზე მუშაობს სრული განაკვეთით ან შეთავსებით (კონტრაქტით) ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ასრულებს შესაბამის პედაგოგიურ დატვირთვას;
დ) დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებული აქვს 2 სამეცნიერო ნაშრომი მაინც;
ე) აქვს მეცნიერებათა დოქტორის ან კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
2. პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიეკუთვნება პირს, რომელსაც:
ა) საკონკურსო ან საკონტრაქტო საფუძველზე ან ბრძანებით უკავია რექტორის, პრორექტორის, კათედრის გამგის, პროფესორის თანამდებობა;
ბ) აქვს პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის სტაჟი;
გ) ამ თანამდებობაზე მუშაობს სრული განაკვეთით ან შეთავსებით (კონტრაქტით) ბოლო ორი წლის განმავლობაში და ასრულებს შესაბამის პედაგოგიურ დატვირთვას;
დ) დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებული აქვს 3 სამეცნიერო ნაშრომი მაინც;
ე) აქვს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
3. სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების თანამშრომლებს მიეკუთვნება პორფესორის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება:
ა) თუ მათ შეთავსებით უჭირავთ კათედრის გამგის ან პროფესორის თანამდებობა და აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს;
ბ) თუ მათი ერთპიროვნული ხელმძღვანელობით ან კონსულტაციით დაცულია არანაკლებ 5 საკანდიდატო ან/და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი.
4. სახელოვნებო დისციპლინების სწავლების შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესი დარეგულირდება ცალკე ინსტრუქციით.
V. აპელაცია პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებაზე
1. ორგანიზაციებს, წოდების მაძიებელსა და სხვა პირებს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნება-არმიკუთვნების შესახებ აპელაცია შეუძლიათ შეიტანონ თვით პროფესორთა საბჭოში მის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი თვის ვადაში. პროფესორთა საბჭო აპელაციას განიხილავს ერთი თვის ვადაში შედეგს აცნობებს განმცხადებელს.
დანართი 1
___________________________________________________
უმაღლესი სასწავლებლის დასახელება
პროფესორთა საბჭოს შემადგენლობა
N
გვარი, სახელი
ძირითადი სამუშაო ადგილი
თანამდებობა
მეცნიერების დარგი, სპეციალობა, შიფრი
სამეცნიერო ხარისხი და წოდება
თანამდებობა პროფესორთა საბჭოში1
_____________________________
1
საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს სწავლული მდივანი, საბჭოს წევრი.
დანართი 2
სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების
ბანკ-ბარათი
__________________________________________________________________________________
უმაღლესი სასწავლებლის დასახელება
პროფესორთა საბჭო ________________________ -ის სხდომაზე, ოქმი № _________________
თარიღი
_____________________ სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიაკუთვნა
წოდების დასახელება
___________________________________________________________________ გვარი, სახელი
_______________________________________________________________________________
მუშაობის ადგილი, თანამდებობა
სპეციალობის შიფრი და დასახალება
პედაგოგიური მუშაობის სტაჟი _____________ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი__________
სამეცნიერო ხარისხი____________________________________
ხარისხის დაცვის თარიღი _______________ დიპლომის №
_________________
დისერტაციის შემდეგ გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა ______________
ბანკ-ბართი წარედგინება განათლების სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციაში გასატარებლად
პროფესორთა საბჭოს თავმჯდომარე (ხელმოწერა)
საბჭოს სწავლული მდივანი (ხელმოწერა)
გ. ბ.
სახელმწიფო რეგისტრაციის №
____________________________________
თარიღი _______________________________________________________
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
ბ.ა.