„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №418 |
|
2020 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი |
„მუხლი 112. საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით ვიზიტორების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები
1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს.
4. საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროები ერთობლივი ბრძანების შესაბამისად და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ დაინტერესებულ მხარეს.
5. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − აწარმოე საქართველოში, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროები.
6. ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.
7. უცხოელ ვიზიტორს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი კვლევების ჩატარების ვალდებულება არ წარმოეშვება იმ შემთხვევაში, თუ იგი საკუთარი ხარჯებით განთავსდება კარანტინში.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №418. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022133.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №418, 08.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022133 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4920239/