„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-78/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.035.016775
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება  №01-78/ნ

2020 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/08/2013; 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დამტკიცდეს „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი №9 და „აღწერის ფორმა“ – დანართი №11.“.

2. ბრძანებას პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

,,მუხლი 11.

საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევაში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტები განხორციელდეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურები და კრიტერიუმები.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის (დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი):

ა)  მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ (დანართი №9) (შემდგომ – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“;

ბ)  მე-7 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი განსახლების მიზნით, დეპარტამენტი განიხილავს და დაამუშავებს განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას. დეპარტამენტის მიერ განცხადების დამუშავება გულისხმობს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და ამ ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის ფორმის შედგენას.“;

ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, მაგრამ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შევსებული მონიტორინგის ფორმიდან იკვეთება, რომ დევნილი ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ დროებით განსახლებას, კომისია უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს კონკრეტული განცხადება.“;

4. ბრძანებით დამტკიცებული:

ა) №9 დანართი (გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) №10 დანართი (დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმა) ამოღებულ იქნეს;

გ) №11 დანართი (აღწერის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
📎 დანართები (2)
01-78-1.doc

დანართი N9

გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა

განაცხადის № სახელი / გვარი ვიზიტის თარიღი / დრო ტელეფონი აბონენტის №
მისამართი, ფართი - კვ.მ
მოცემულ და წინა საცხოვრებელ მისამართზე ქირით თუ ქირის გარეშე ცხოვრების ხანგრძლივობა

ა. ოჯახის შემადგენლობა - ყოველთვიური შემოსავალი ოჯახის თითოეულ წევრზე, შემოსავლის წყარო, ადგილსამყოფელი მონიტორინგის დროს:

სახელი / გვარი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელი მონიტორინგის დროს შემოსავლის წყარო, თანხა
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.

ბ. მისამართზე მცხოვრებ პირთა რაოდენობა, რომლებიც არ შედიან განაცხადში:

სახელი / გვარი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელი მონიტორინგის დროს
1.
2.
3.
4.
5.

ჯგუფის წევრი: /სახელი, გვარი/ დამსწრე პირი: /სახელი, გვარი/

გ. დევნილი ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე:

სახელი / გვარი პირადი № ნათესაური კავშირი ტელეფონი საკადასტრო კოდი (არსებობის შემთხვევაში) ფართის მესაკუთრის საცხოვრებელი მისამართი

დ. სოციალურად დაუცველი ოჯახის ინფორმაცია / ამონაწერი: ე. არასრულწოვანთა რაოდენობა:

სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია
1.
2.
3.
4.
5.
6.
სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია
1.
2.
3.
4.
5.
6.

ვ. შშმპ (I-მკვეთად, II-მნიშვნელოვნად, III-ზომიერად) ონკოლოგიური ავადმყოფი ზ. მარტოხელა მშობელი, ქვრივი, მარტოხელა პენსიონერი:

სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია
1.
2.
3.
4.
სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია
1.
2.
3.
4.

თ. ომში დაღუპული ოჯახის წევრი, სახელმწიფო ჯილდო: ი. ომის ვეტერანი - სახელმწიფო ჯილდო:

სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია
1.
2.
3.
სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია
1.
2.
3.

ჯგუფის წევრი: /სახელი, გვარი/ დამსწრე პირი: /სახელი, გვარი/

კ. ინფორმაცია განმცხადებლის მშობლების, მეუღლის, შვილების, დედმამიშვილების და მეუღლის მშობლების შესახებ, რომლებიც არ ცხოვრობენ განმცხადებელთან ერთად:

სახელი / გვარი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი დამატებითი ინფორმაცია
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.

ლ. ინფორმაცია განაცხადში შეყვანილი არადევნილი პირის, მშობლების, დედმამიშვილების, ახლო ნათესავების შესახებ:

სახელი / გვარი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი დამატებითი ინფორმაცია
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.

ჯგუფის წევრი: /სახელი, გვარი/ დამსწრე პირი: /სახელი, გვარი/

მ. ინფორმაცია გასხვისებული ქონების შესახებ: (გასხვისების თარიღი / მიზეზი / ნათესაური კავშირი მყიდველთან)

ნ. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა:

ჯგუფის წევრი: /სახელი, გვარი/ დამსწრე პირი: /სახელი, გვარი/

01-78-2.doc

დანართი N11

აღწერის ფორმა

ვიზიტის თარიღი:

ვიზიტის დრო: დევნილთა დროებითი საცხოვრებელი შენობის:

ტელეფონის №: 1. მისამართი:

2. სართული:

3. ბინის/ოთახის ნომერი:

სახელი / გვარი / მამის სახელი დაბ.თარიღი პირადი № სარეგისტრაციო № ნათესაური კავშირი დაგვხვდა / არ დაგვხვდა
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
დამატებითი ინფორმაცია:

შენიშვნა: 1) აღწერის ფორმას თან უნდა ერთვოდეს მთლიანი საცხოვრებელი შენობისა და კონკრეტული ინდივიდუალური ბინის/ოთახის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა.

2 ) იმ შემთხვევაში, თუ ბინებს/ოთახებს არ აქვთ ნუმერაცია, ამ აღწერის მიზნებისათვის მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებს ბინების/ოთახების პირობით დანომრვას.

აღმწერი პირის ხელმოწერა: ოჯახის წევრის ხელმოწერა:

/სახელი, გვარი/