📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.07.2020
ძალის დაკარგვა 06.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №99
სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.034.017029
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,344 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2020 მიღება
06.10.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება  № 99 2020 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 მაისის №55№1440 ერთობლივი ბრძანება (www.matsne.gov.ge, 02/05/2018, 010340010.22.034.016747). მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების წესსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას (შემდგომ – სასაზღვრო პოლიცია) შორის ინფორმაციის გაცვლის პროცედურას. 2. წესი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, 1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციას, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის 31 იანვრის ოქმს, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის სამოქალაქო პაქტს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს მთავრობასა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის 1996 წლის 11 სექტემბერს დადებულ შეთანხმებას. 3. წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირება და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სასაზღვრო პოლიციას შორის კოორდინაცია 1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ან/და სასაზღვრო პოლიცია: ა) ახდენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებას, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების ან წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისადმი შიშის პირდაპირ/არაპირდაპირ ზეპირად/წერილობით/ნებისმიერი სხვა ფორმით გამოხატვის საფუძველზე; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების მიზნით უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ატარებს პირველად გასაუბრებას, რომელიც, გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად, ფიქსირდება წერილობით, წესის დანართით განსაზღვრული ოქმის (შემდგომ - ოქმი) შესაბამისად; გ) უზრუნველყოფს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა მის ხელთ არსებული დოკუმენტის შეგროვებას და შენახვას; დ) დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის (შემდგომ – მიგრაციის დეპარტამენტი) ზეპირ და წერილობით ინფორმირებას იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მიგრაციის დეპარტამენტს უგზავნის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად ეგზავნება მიგრაციის დეპარტამენტს; ე) საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელზე გასცემს C4 კატეგორიის ერთჯერად ვიზას 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით; ვ) ასრულებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და  „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის, ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ან ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, შეძენის ან გამოყენების მიზნით შენახვის ან გამოყენების (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) შემთხვევაში, თუ იგი საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, საქართველოში უნებართვოდ იმყოფება და საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვას სთხოვს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. 3. თუ ვერ ხერხდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურე: ა) აღნიშნულის შესახებ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან/და სასაზღვრო პოლიციიდან ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მიემგზავრება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსების ადგილას (საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმანთან ერთად) ან/და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას მიგრაციის დეპარტამენტში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თავშესაფრის პროცედურის განსახორციელებლად; ბ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემდეგ, აცნობს საქართველოში არსებულ თავშესაფრის პროცედურას და თავშესაფრის მაძიებლის უფლება-მოვალეობებს. 4. პირველადი გასაუბრების დაწყებამდე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემდეგ განემარტება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კონფიდენციალურობის პრინციპი. 5. სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უქონლობა არ აფერხებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნას. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის უქონლობის შემთხვევაში ოქმი ივსება მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ოქმზე კეთდება შესაბამისი მითითება შენიშვნის სახით. 6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი მალავს სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან/და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქვს მისი შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ჩატარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი გასაუბრება ტარდება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, განცალკევებულ ადგილას და შესაძლებლობის შემთხვევაში, იმავე სქესის წარმომადგენლის მიერ. საჭიროების შემთხვევაში პირველადი გასაუბრება ტარდება თარჯიმნის მონაწილეობით. 8. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვას ითხოვს ოჯახი, პირველადი გასაუბრება ოჯახის თითოეულ სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად ტარდება. მუხლი 3🔗. ინფორმაციის გაცვლის წესი 1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ან სასაზღვრო პოლიცია 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს გასაუბრების მასალების, მის ხელთ არსებული დოკუმენტების დედნების მიგრაციის დეპარტამენტისათვის მიწოდებას. 2. მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ აწვდის მას მის ხელთ არსებულ ინფორმაციას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყნის შესახებ. 3. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაციის გაცვლა მიგრაციის დეპარტამენტს, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სასაზღვრო პოლიციას შორის ხდება დაუყოვნებლივ. 4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, ასევე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (გლუკი) (შემდგომ – გლუკი) მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს გლუკის წარმომადგენლის სწრაფ და შეუფერხებელ დაშვებას უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან. მუხლი 4🔗. იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ მოპყრობის სტანდარტები, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოითხოვა საერთაშორისო დაცვა 1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განთავსდეს განცალკევებით. 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს პირველადი გასაუბრების დაწყებამდე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია: ა) პირველადი გასაუბრების განმახორციელებელი უწყებისა და ამ უწყების მიერ გასაუბრების განხორციელების უფლებამოსილების შესახებ; ბ) პირველადი გასაუბრების შედეგად, ოქმის შედგენის თაობაზე; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ პირველადი გასაუბრებისას მოწოდებული ინფორმაციის, აგრეთვე მის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დაცვის თაობაზე; დ) თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ; ე) სამინისტროსთან თანამშრომლობის, სწორი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების, ასევე, ყალბი ინფორმაციის მიწოდების ან სამინისტროსთან თანამშრომლობისგან თავის არიდების შემთხვევაში, თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის თაობაზე. 3. თავშესაფრის მაძიებლად იდენტიფიცირების შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ოქმის თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში შენახვისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოქმში ასახული ინფორმაციის თავშესაფრის პროცედურაში გათვალისწინების თაობაზე. 4. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს თავისი უფლება-მოვალეობების გაცნობას, ოქმში მითითებული ინფორმაციის სიზუსტესა და მისთვის გასაგებ ენაზე მიწოდების ფაქტს. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ იმავე ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.