სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ
მიღების თარიღი 09.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №424
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.022139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 30.12.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №424
2020 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის (თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციით) განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
მუხლი 3🔗
1. უცხო ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის გადაცემის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის ინიციირების უფლება აქვს სახელმწიფო ორგანოს, რომლის ბალანსზეც ირიცხება ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
2. განკარგვის ინიციირების საფუძველია უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობა.
3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვა დასაშვებია:
ა) გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, სამართლებრივი დახმარების მიზნით;
ბ) მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით.
4. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უცხო ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს გადაეცემა უსასყიდლოდ.
მუხლი 4🔗
1. განკარგული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის საქართველოდან ექსპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხორციელდება განკარგვის ინიიცირებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე კონტროლს ახორციელებს განკარგვის ინიციირებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო.
მუხლი 5🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №666 დადგენილება.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია