სახელმწიფო პროგრამის − „საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციასთან (IATA) თანამშრომლობისა და გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) საქმიანობის ფარგლებში ოპერირებისათვის მეწარმე სუბიექტების მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №425
სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.003.022140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,285 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ბენეფიციარი
მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო ამ პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა, პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებისა და ლიმიტების ფარგლებში
მუხლი 1
საბანკო გარანტია − ბენეფიცი
არის თხოვნით, გარანტიის გამცემის მიერ გაცემული წერილობითი ვალდებულება, რომლის ძალითაც გარანტი კისრულობს ვალდებულებას, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხადოს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციას (IATA) ან/და გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) ხელშეკრულების ფარგლებში ავიაკომპანიას ფულადი თანხა, გადახდის შესახებ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე
მუხლი 1
სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ
აწარმოე საქართველოში
მუხლი 1
ადმინისტრაცია − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 26.08.2019 „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 03.12.2020 სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 03.06.2025 „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 23.01.2025 სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 85% 18.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო პროგრამის − „საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციასთან (IATA) თანამშრომლობისა და გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) საქმიანობის ფარგლებში ოპერირებისათვის მეწარმე სუბიექტების მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №425 2020 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი სახელმწიფო პროგრამის − „საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციასთან (IATA) თანამშრომლობისა და გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) საქმიანობის ფარგლებში ოპერირებისათვის მეწარმე სუბიექტების მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტურიზმის სექტორში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − „საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციასთან (IATA) თანამშრომლობისა და გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) საქმიანობის ფარგლებში ოპერირებისათვის მეწარმე სუბიექტების მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმი“. მუხლი 2🔗 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია სახელმწიფო პროგრამა − „საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციასთან (IATA) თანამშრომლობისა და გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) საქმიანობის ფარგლებში ოპერირებისათვის მეწარმე სუბიექტების მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმი“ მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტება „სახელმწიფო პროგრამის − „საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციასთან (IATA) თანამშრომლობისა და გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) საქმიანობის ფარგლებში ოპერირებისათვის მეწარმე სუბიექტების მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა/სუბსიდირების მექანიზმი − „სახელმწიფო პროგრამა − „საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციასთან (IATA) თანამშრომლობისა და გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) საქმიანობის ფარგლებში ოპერირებისათვის მეწარმე სუბიექტების მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმი“; ბ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც აკრედიტებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიერ ან/და რომელსაც ავიაკომპანიასთან გაფორმებული აქვს გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) ხელშეკრულება;   გ) ბენეფიციარიმეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო ამ პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა, პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებისა და ლიმიტების ფარგლებში; დ) გარანტიის გამცემი/გარანტი − კომერციული ბანკი ან სადაზღვევო კომპანია; ე) საბანკო გარანტია − ბენეფიციარის თხოვნით, გარანტიის გამცემის მიერ გაცემული წერილობითი ვალდებულება, რომლის ძალითაც გარანტი კისრულობს ვალდებულებას, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხადოს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციას (IATA) ან/და გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) ხელშეკრულების ფარგლებში ავიაკომპანიას ფულადი თანხა, გადახდის შესახებ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე; ვ) გენერალური გაყიდვების აგენტი − მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ავიაკომპანიასთან გაფორმებული აქვს გენერალური გაყიდვების აგენტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ახორციელებს ავიაბილეთების გასხვისებას ან/და ამ უფლების გადაცემას მესამე პირებისათვის და აღნიშნულ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა აქვს 2020 წლის 31 დეკემბრისათვის; ზ) ავიაკომპანია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დადასტურების შესაბამისად, საქართველოში/უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას და შესაბამისი ავიაბილეთების მიწოდებას და რომელთანაც პროგრამის ბენეფიციარს გაფორმებული აქვს გენერალური გაყიდვების აგენტის ხელშეკრულება; თ) კომერციული ბანკი„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება; ი) სადაზღვევო კომპანია − „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მზღვეველი; კ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ლ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში; მ) ადმინისტრაცია − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ნ) ავიაციის სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო; ო) ხელშეკრულება − სააგენტოსა და გარანტს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება; პ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური; ჟ) განაცხადი − პროგრამის ფარგლებში, გარანტის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტი, საბანკო გარანტიის დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე მეწარმე სუბიექტების მითითებით; რ) მიმართვა − პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტის მიერ გარანტიის გამცემთან დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი და აღწერა 1. პროგრამის მიზანია ტურიზმის სექტორში ახალი კორონავირუსის (COVID-19)  პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების მხარდაჭერა და ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობა. 2. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. 3. პროგრამა მოიცავს გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საზღაურის სუბსიდირებას შემდეგი მეწარმე სუბიექტებისათვის: ა) საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) აკრედიტაციის მქონე კომპანიები; ბ) გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) ხელშეკრულების ფარგლებში გენერალური გაყიდვების აგენტი კომპანიები. მუხლი 3🔗. უფლებამოსილებათა განაწილება პროგრამის განხორციელებისთვის 1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი, ამ პროგრამის მონაწილე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას. 2. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს გარანტის მიერ პროგრამის ბენეფიციარებისთვის გაცემული საბანკო გარანტიის საზღაურის დაფინანსებას, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტიდან მომდევნო 6 თვის მანძილზე ყოველთვიური გადასახადის 100%-ის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული წესით დათვლილი თანადაფინანსება გარანტს შეუძლია, გამოიყენოს როგორც 2020 წლის 1 მარტამდე გარანტიიდან წარმოშობილი, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ წარმოშობილი ვალდებულებების დასაფარად. 3. ადმინისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) აკრედიტაციის ფაქტის დადასტურებას. ამასთან, აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მეწარმე სუბიექტს მოსთხოვოს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დოკუმენტი, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ადმინისტრაცია ასევე ადასტურებს აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის/დოკუმენტის გამცემი ორგანოს უფლებამოსილებას, ისარგებლოს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) სახელით. 4. ავიაციის სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში ადასტურებს, რომ ავიაკომპანიას გააჩნია ან 2020 წლის 29 იანვრისთვის გააჩნდა შესაბამისი ფრენის ნებართვა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. ამასთან, მეწარმე სუბიექტის მიერ გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) ხელშეკრულების ფარგლებში გენერალური გაყიდვების აგენტის ფუნქციის შესრულების დადასტურების ვალდებულება ეკისრება გარანტს. 5. სააგენტოსა და გარანტს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელშიც, სხვა პირობებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) გარანტისათვის მიმართვის წარდგენის ფორმა; ბ) სააგენტოში განაცხადის წარდგენის ფორმა და პერიოდულობა; გ) სააგენტოსა და გარანტს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი და ინფორმაციის გაცვლაზე პასუხისმგებელი პირები. მუხლი 4🔗. სუბსიდირების მექანიზმის აღსრულების პროცედურა 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი მექანიზმის ფარგლებში მიმართავს გარანტს. 2. გარანტი ამოწმებს მეწარმე სუბიექტისა და საბანკო გარანტიის შესაბამისობას ამ პროგრამის  მოთხოვნებთან, რისთვისაც დამატებით იყენებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა: საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს 2020 წლის 1 მარტამდე და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; ბ) ხელშეკრულების ვადა: გენერალური გაყიდვების აგენტის (GSA) ხელშეკრულება ძალაში უნდა იყოს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; გ) საბანკო გარანტიის უკან გამოთხოვა: საბანკო გარანტია არ უნდა იყოს გარანტის მიერ უკან გამოთხოვილი 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. 3. მეწარმე სუბიექტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გარანტი უგზავნის სააგენტოს განაცხადს. 4. სააგენტო განაცხადში მითითებული მეწარმე სუბიექტების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს ავიაციის სააგენტოსა და ადმინისტრაციასთან პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. 5. ავიაციის სააგენტო და ადმინისტრაცია 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდებას. 6. ავიაციის სააგენტოსა და ადმინისტრაციის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო ახორციელებს განაცხადის შესაბამისი თანხის გადარიცხვას გარანტიის გამცემის შესაბამის ანგარიშზე. 7. სააგენტოს მიერ გარანტისათვის ჩარიცხული სუბსიდირების თანხას გარანტი მიმართავს ინდივიდუალური ბენეფიციარების როგორც 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებების დასაფარად. მუხლი 5🔗. პროგრამის მონიტორინგი 1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. 2. გარანტის ან/და სააგენტოს მიერ პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და გარანტიის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით. მუხლი 6🔗. სუბსიდირების მექანიზმის შეწყვეტა 1. სუბსიდირების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, გარანტიის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით. 2. პროგრამის ფარგლებში, სუბსიდირების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 3. ბენეფიციარის თანადაფინანსება წყდება გარანტიის მოქმედების 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეწყვეტის, ბენეფიციარის მიერ პროფილის ან/და ამ პროგრამით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარანტიის გამცემის ანგარიშზე ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ჩარიცხული თანადაფინანსების თანხა უბრუნდება სააგენტოს. მუხლი 7🔗. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამა შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. მუხლი 8🔗. დავების განხილვა ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.