📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №578
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.017072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,203 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 94% 28.10.2019 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 93% 29.02.2024 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 92% 07.06.2022 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება 91% 21.07.2023 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ მატერიალური ფასეულობები 90% 03.07.2017

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №578 2020 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) სპეციალური დანაყოფებისა (გარდა სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურეებისა) და სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების თანდართული წესი. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, ამ ბრძანებით დადგენილი წესით და შესაბამისი თარიღიდან, მორიგი უფროსი სპეციალური წოდება მიენიჭოს სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც მორიგი უფროსი სპეციალური წოდების მიღების უფლება წარმოეშვათ 2018 წლის 12 ივლისიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე.  3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, ამ ბრძანებით დადგენილი წესით და შესაბამისი თარიღიდან, მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭოს სამსახურის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, თუ მათ სპეციალური წოდების მიღების უფლება წარმოეშვათ 2018 წლის 12 ივლისიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე. 4. სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით და შესაბამისი თარიღიდან, მორიგი უმცროსი ან საშუალო სპეციალური წოდება მიანიჭოს სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც მორიგი უმცროსი ან საშუალო სპეციალური წოდების მიღების უფლება წარმოეშვათ 2018 წლის 12 ივლისიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე.  5. ამ ბრძანების მე-2-მე-4 პუნქტების მოქმედება ასევე ვრცელდება პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებისა და სპეციალურ წოდებათა გათანაბრების შემთხვევებზეც. მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით სამსახურის ვადაში ითვლება 2018 წლის 12 ივლისიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე პერიოდი. 6. დაევალოს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ ბრძანების მე-2-მე-5 პუნქტებში მითითებული თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეებისათვის შესაბამისი სპეციალური წოდების მისანიჭებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანება. 8. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომ – სპეციალური წოდებები) მინიჭების წესს. მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებები 1. სამსახურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი. 2. სამსახურის მოსამსახურის (შემდგომ – მოსამსახურე) სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“. მუხლი 3🔗. სპეციალური წოდების მინიჭება 1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება თანამდებობის, ნამსახურები წლებისა და დამსახურების შესაბამისად. 2. მოსამსახურეს სპეციალური წოდება, მისი არქონის შემთხვევაში, მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. 3. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას სამსახურიდან გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით, ხოლო თუ მას სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მიენიჭა წოდება სხვა სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას, მოხდება წოდებათა გათანაბრება. 4. მოსამსახურეს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა. უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ –მინისტრი), ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი. 5. სამსახურის გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრი უფლებამოსილია, აგრეთვე, სამსახურის სხვა მოსამსახურეებს ვადამდე მიანიჭოს საშუალო სპეციალური წოდებები. 6. სამსახურში საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ენიჭება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირს. 7. მოსამსახურეს თანამდებობაზე დანიშვნისას, სპეციალური წოდება ენიჭება მისთვის სამხედრო სამსახურში მინიჭებული წოდების შესაბამისად. თუ მას აქვს სპეციალური წოდება, ხდება ამ სპეციალურ წოდებასთან გათანაბრება, ხოლო წოდების არქონის შემთხვევაში, მას მიენიჭება პირველადი უმცროსი სპეციალური წოდება - „იუსტიციის რიგითი“. 8. უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება – „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ ენიჭება გამოსაცდელი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ მას აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და თუ მისი თანამდებობისათვის ზღვრულ სპეციალურ სახელმწიფო წოდებად დადგენილია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება. 9. უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე იმ მოსამსახურეს, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადის გარეშე, მაგრამ არა მოვალეობის შემსრულებლად, საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება – „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ ენიჭება თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ მას აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და თუ მისი თანამდებობისათვის ზღვრულ სპეციალურ სახელმწიფო წოდებად დადგენილია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება. 10. მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრი/სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება – „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ მიანიჭოს გამოსაცდელი ვადისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე. 11. ბრძანების პროექტებს მოსამსახურეთათვის საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №1) შესაბამისი ხელმოწერებით, რომელსაც ავსებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო. 12. მინისტრის ბრძანების პროექტებს მოსამსახურეებისათვის უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №1) შესაბამისი ხელმოწერებით, რომელსაც ავსებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო და შესასრულებლად უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. 13. მინისტრის ბრძანების პროექტებს სამსახურის გენერალური დირექტორისა და მისი მოადგილეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №2) შესაბამისი ხელმოწერებით, რომელსაც ავსებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. წარდგინება (დანართი №2) ივსება აგრეთვე მინისტრის ბრძანებით სამსახურის სხვა მოსამსახურეებისათვის საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების შემთხვევაშიც. 14. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ან/და დისციპლინური წარმოება მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან დისციპლინური წარმოების დასრულებამდე. მუხლი 4🔗. სპეციალურ წოდებათა მინიჭების თანმიმდევრობა 1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მიენიჭება თანამიმდევრობით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისათვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების შემთხვევებისა. 2. მოსამსახურეს მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭება მისთვის მინიჭებული სპეციალური წოდების, წოდებით სამსახურის ვადისა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით. 3. მინიჭებული სპეციალური წოდებები მუდმივია. სამსახურის შეწყვეტის შემდეგ, სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „გადამდგარი“ ან „თადარიგის“. 4. მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ წესის №3 დანართის შესაბამისად. მუხლი 5🔗. სპეციალური წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადები 1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები: ა) საშუალო სპეციალური წოდებით სამსახურის: ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი; ა.ბ) ლეიტენანტი – 2 წელი; ა.გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი; ა.დ) კაპიტანი – 3 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდებით სამსახურის: ბ.ა) მაიორი – 4 წელი; ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი; ბ.გ) პოლკოვნიკი – 5 წელი. 2. უმცროს და მორიგ უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება. მუხლი 6🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება მოსამსახურეს წახალისების წესით სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება: ა) სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის; ბ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის; გ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. მუხლი 7🔗. სპეციალური წოდების მინიჭება სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, რის შემდეგაც მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა. მუხლი 8🔗. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების წესი 1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, გამოყენების უფლება აქვს სამსახურის გენერალურ დირექტორს. 2. იმ მოსამსახურის მიმართ, რომელიც ჩამოქვეითდა სპეციალურ წოდებაში, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამოქვეითების დღიდან. მუხლი 9🔗. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, აგრეთვე, სპეციალური წოდებების თანმიმდევრობით და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო. მუხლი 10🔗. სოციალური გარანტიები სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული წოდებრივი სარგო, აგრეთვე, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.