„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№63
2020 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/05/2020; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016782) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) უტილიზაციის და სპეცმომსახურების დეპარტამენტი;“.
2. მე-16 მუხლის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. უტილიზაციისა და სპეცმომსახურების დეპარტამენტი
უტილიზაციისა და სპეცმომსახურების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის ნაღმებსა და ფეთქებად საბრძოლო ნარჩენებზე ჩატარებული სამუშაოების კოორდინაცია;
ბ) ნაღმებისა და ფეთქებადი საბრძოლო ნარჩენებისგან გასუფთავებული ტერიტორიების ინსპექტირება და მისი შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის დადგენილი წესით მიღება-გადაცემა;
გ) ომის ფეთქებადი ნარჩენებითა და ნაღმებით დაბინძურებული ტერიტორიების ტექნიკური გამოკვლევისა და შეფასების მართვა და კოორდინაცია;
დ) ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის ხარისხის მართვა, რაც მოიცავს: სამუშაოს მიმდინარეობის ხარისხის დამოწმებას (QA), ხარისხის კონტროლს (QC);
ე) საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ განაღმვითი საქმიანობის ინფორმაციის მართვის სისტემის იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს „ინფორმაციის მართვის სისტემის განაღმვითი სამუშაოებისთვის“ ანუ IMSMA-ს მუშაობის უზრუნველყოფას (შემდგომში – IMSMA);
ვ) არსებული ჩამოწერილი, ვადაგასული და ზენორმატიული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების, ასევე აუფეთქებელი საბრძოლო მასალების დემილიტარიზაცია და უტილიზაცია;
ზ) შესაბამისი მიმართულების პროექტების მართვა, მუშაობის ორგანიზება, მონიტორინგი და კოორდინაცია;
თ) უტილიზაციის სამუშაოების დაგეგმვა, უზრუნველყოფა, განხორციელება. უტილიზაციის შედეგად მიღებული ფეთქებადი ნივთიერებების, დენთების და პირონარევების გადამუშავება/განადგურება;
ი) სადემილიტარიზაციო სამუშაობის დაგეგმვა, ჩატარება;
კ) შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების დაცვა;
ლ) აკრედიტაცია/სერტიფიცირების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;
მ) ფეთქებადი ნივთიერებებისა და დენთის სინთეზი და ანალიზი;
ნ) საბრძოლო მასალებში არსებული ფეთქებადი ნივთიერებების ვარგისიანობის დადგენა, შეფასება;
ო) სპეცმომსახურების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.
4. 182 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის გ1 - გ3 ქვეპუნქტები:
„გ1) დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად პროდუქციის დაპროექტების, წარმოების, რემონტის და მოდერნიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრში ხარისხის სისტემის დანერგვის, სრულყოფის და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ2) სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებთან, საპროექტო-საკონსტრუქტორო დოკუმენტაციასთან, დამტკიცებულ ნიმუშებთან (ეტალონებთან) და ხელშეკრულებებთან შეუსაბამობების გამორიცხვის მიზნით, ცენტრში დამზადებული, გარემონტებული და მოდერნიზირებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
გ3) ცენტრში მოქმედი ხარისხის სისტემის, პროდუქციის წარმოების, რემონტის და მოდერნიზაციის სერტიფიკაციასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება;“.
5. დებულების 22-ე მუხლის ,,რ“ - ,,ტ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 10 ივლისიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №63. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.026.016805.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №63, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016805 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4921776/