„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6788-რს
სარეგისტრაციო კოდი
300280000.05.001.019963
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

Law of Georgia (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) 158-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას მისი განხორციელებისთვის რეგულირების საფასური არ გადაიხდევინება. ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისას ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებაზე არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები.

4. ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით. საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგები შეიძლება ანაზღაურდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული სათანადო საკომპენსაციო თანხით ან ელექტროენერგიის (საკომპენსაციო ელექტროენერგიის) მოწოდებით, თუ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის შესაბამისი შეთანხმება არსებობს.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების (მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) დანახარჯების ანაზღაურებას, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობის გათვალისწინებით, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით.“.

მუხლი 2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6788-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

on Energy and Water Supply

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.07.2020.
როდის იქნა მიღებული „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6788-რს. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.05.001.019963.
რამდენი მუხლისგან შედგება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6788-რს, 14.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019963 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4922067/