,,საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/241
სარეგისტრაციო კოდი
310000000.22.024.016650
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი   ბრძანება №1-1/241–01-80/ნ–158

2020 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208–№01-55/ნ–№127 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/06/2020, 310000000.22.024.016643) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
 
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„მუხლი 1
 
დამტკიცდეს თანდართული „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები“.“.
 
 
ა) მე-3 მუხლის:
ა.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის და ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მძღოლის ცხელების ცენტრში გადაყვანის თაობაზე  ინფორმაციის აღრიცხვას ახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახური, ხოლო მძღოლის ხელახალი ტესტირების და მისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია აისახება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომ – სსიპ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) მიერ შესაბამის პროგრამულ მოდულში, ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათის განმავლობაში.‘‘;
 
ა.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„8. ამ მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია აღირიცხება შესაბამის პროგრამულ მოდულში, ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათის განმავლობაში.‘‘;
 
ბ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება ასახავს შესაბამის პროგრამულ მოდულში, ნაცხის აღებიდან ან ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათის განმავლობაში.“;
 
გ) 4​1 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
 
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება ასახავს შესაბამის პროგრამულ მოდულში, ნაცხის აღებიდან ან ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათის განმავლობაში.‘‘;
 
დ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„5. სპეციალური სამედიცინო პუნქტების უზრუნველყოფას სწრაფი მარტივი ტესტირების ჩასატარებლად საჭირო საშუალებებით, მათ შორის, პირადი დაცვის აღჭურვილობით და დისტანციური თერმომეტრებით, ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სსიპ –  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.“.
მუხლი 2
ეს  ბრძანება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი