საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
„მუხლი 1751. დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში
1. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშს (გასული წლის ანგარიშსა და მომავალი წლის გეგმას). ამ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
3. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6822-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 14.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6822-რს. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016065.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6822-რს, 14.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016065 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4923640/