წინა რედაქცია (21.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია 1. სამუშაოს მაძიებლად შეიძლება დარეგისტრირდეს უმუშევარი ან დასაქმებული, რომელიც ეძებს სხვა შესაფერის სამუშაოს. 2. პირი სამუშაოს მაძიებლად ელექტრონულად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში/სააგენტოში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირდება. 3. პირი სამუშაოს მაძიებლად ვერ დარეგისტრირდება, თუ: ა) ის არის 16 წლის და რეგისტრაციის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლედ ირიცხება; ბ) მან მიაღწია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკს; გ) ის ს(ამხედრო სავალდღებულო სამსახურშიან სამხედრო სარეზერვო სამსახურში იმყოფება - 21.09.2023, №3530); დ) ამ კანონის მე-20 მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით რეგისტრაციის შეწყვეტიდან 18 თვე არ გასულა; ე) ის არ არის საქართველოს მოქალაქე.