ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებულმა/აღიარებულმა საინვესტიციო კომპანიამ ან ავტორიზებული/აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის ერთეულის (ერთეულების) ყოველი გამოშვებისას, განთავსებისას ან გამოსყიდვისას უნდა გამოაქვეყნოს მისი (მათი) გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასები. ღია საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე ყოველ 2 კვირაში ერთხელ. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ეს პერიოდულობა 1 თვემდე გაზარდოს, თუ ამით არ დაზარალდება ერთეულის მფლობელთა ინტერესებ