„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60-70
სარეგისტრაციო კოდი
020080000.35.101.016746
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60-70

2020 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 03/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.101.016500) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილების, 125​2 მუხლის, 135​3 მუხლის მე-2 ნაწილის, 209​მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 234​მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 240​1 მუხლის, 242-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების და ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის, 252-ე მუხლის პირველი და 1​1 ნაწილების, 268-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილების, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 271-ე მუხლის პირველი ნაწილის, 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის, 282-ე მუხლის, 283-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების, 286-ე მუხლის, 287-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 288-ე მუხლის, 288​2 მუხლის, 288​3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 288​მუხლის, 288​6 მუხლის, 288​7 მუხლის, 290-ე მუხლის პირველი, 1​2, 1​3, 1​4, მე-3, 31 და მე-6 ნაწილების, საქართველოს კანონის – „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20, 22-ე და 25-ე მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის  ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების, „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანების, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-18  დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის:

ა) 32 მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული დანართი 6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, სამართალსუბიექტთან გასაჩივრების შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება ზემდგომ ორგანოს (თანამდებობის პირს) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  2020 წლის 16 ივლისიდან. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 DOC

დანართი №6

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

№ 000000

|1. შევსების: |

|თარიღი |

|დრო |

|2.სამართალდარღვევის |

|თარიღი: |

|დრო: |

|3. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი: |

|4. შემვსების |

|თანამდებობა: |

|სახელი: |

|გვარი: |

|5. სატრანსპორტო საშუალების |

|მარკა: |

|ნომერი: |

|6. სამართალდამრღვევის |

|სახელი: |

|გვარი: |

|პირადი №: |

|მისამართი: |

|7. არსი: |

|8. პასუხისმგებლობა: |

|9. სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა: |

|10. ჯარიმის ოდენობა: |

|11. სახაზინო კოდი |

|სასკ-ის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის შემთხვევაში: 300773239 |

|სასკ-ის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის შემთხვევაში: 300773552 |

|სასკ-ის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების შემთხვევაში: 300773553 |

|სასკ-ის 1252 მუხლის შემთხვევაში: 300773250 |

|სასკ-ის 1353 მუხლის მე-2 ნაწილის შემთხვევაში: 300773240 |

|12. მოწმე ან სხვა მონაწილე პირი |

|სტატუსი: |

|სახელი: |

|გვარი: |

|ხელმოწერა: |

|13. სამართალდამრღვევის ხელმოწერა |

|14. შემვსების ხელმოწერა |

|15. შენიშვნა |

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი

|ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის |

|მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს |

|მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს|

|მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო |

|მიღებული დადგენილება. |

|საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს, რომ |

|ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ |

|ორგანოში ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). ზემდგომ |

|ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სამართალსუბიექტს - შპს „თბილისის სატრანსპორტო |

|კომპანიას“ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2). |

|ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის |

|290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი - საქართველოს |

|ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1252 მუხლით გათვალისწინებული |

|სამართალდარღვევებისათვის 150 ლარის ოდენობით, ხოლო 125-ე მუხლის მე-12-მე-14 ნაწილებით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით |

|გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის - ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და |

|საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს |

|კანონმდებლობით დადგენილი წესით. |

|ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: |

|www.ttc.com.ge. |

|საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული |

|საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773239. |

|საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული |

|საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773552. |

|საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების საფუძველზე შედგენილი |

|საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო |

|კოდზე: 300773553. |

|საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით |

|განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773250. |

|საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1353 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული |

|საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773240. |

| |

|ცხელი ხაზი: (+995 32) 2 93-44-44 |