„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53–22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №60-83 |
|
2020 წლის 14 ივლისი ქ. თბილისი |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ“;
2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილების, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №51-104 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი“-ს მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
3. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების: შპს „თბილ ლაინ“-ის (ს/ნ 404392260), შპს „კაპიტალ გრუპ“-ის (ს/ნ 202353194), შპს „თბილ ქარ“-ის (ს/ნ 404393241) და შპს „ფაბლიქ ქარის“ (ს/ნ 404392411) (შემდგომში - ნებართვების მფლობელები) მიერ, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №51-104 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის“ მე-13 და მე-14 მუხლების ქვეპროგრამის „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება (კოდი: 06 02 11)“ ღონისძიებებით (M2 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით) გათვალისწინებული შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით, ხოლო ფაქტობრივად გადაყვანილ მოქალაქეთა მგზავრობის ფასი/დადგენილი ტარიფი ანაზღაურდება შემდეგნაირად:
ა) ნებართვების მფლობელებმა, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, გარდა 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის იანვარ-თებერვალში ფაქტობრივად გადაყვანილისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარუდგინონ ინფორმაცია შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ, ხოლო 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის იანვარ-თებერვალში შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ სააგენტოს წარუდგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 10 მარტისა;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ნებართვების მფლობელებისათვის შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის სრული ოდენობის შესავსებად, 50%-ის ოდენობით თანხის ანაზღაურება (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 0,65-ლარიანი მგზავრობის ფასის შემთხვევაში შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება) 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ქვეპროგრამიდან „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება“ (კოდი: 06 02 11). ამავე ქვეპროგრამიდან განხორციელდეს ნებართვების მფლობელების მიერ წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესაბამისი თანხების ანაზღაურება.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №51-104 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის“ მე-13 მუხლის ქვეპროგრამის „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება“ (კოდი: 06 02 11) ღონისძიებებით (M2 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით) გათვალისწინებულ შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, მოეხსნათ შეღავათიანი მგზავრობის უფლება.“.
|