„უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 14.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/245
სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.024.016652
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 780 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 24.08.2020 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 31.12.2021 უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი 87% 28.05.2024 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 03.04.2019 სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 86% 18.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

„უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება  №1-1/245–№3/ნ–№01-83/ნ–№01–131–№2-615 2020 წლის 14  – 13  ივლისი ქ. თბილისი უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების 11​2 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძესაგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ მახარობლიშვილისაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესების დადგენა. 2. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. მუხლი 2🔗. ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსების წესი 1. ელექტრონულ პროგრამაში განაცხადი ივსება და თანხმობის გამცემ ორგანოს წარედგინება: ა) საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ; ბ) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ; გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ. 2. კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, თანხმობის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3.  განაცხადი ივსება ელექტრონულ პროგრამაში ვებგვერდის - www.stopcov.ge -ის მეშვეობით. 4. განაცხადი ელექტრონულ პროგრამაში ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. სახელისა და გვარის გრაფა ივსება ინგლისურ ენაზე, ისე, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია მითითებული ტრანსკრიფციით. 5. ფიზიკური პირის შემთხვევაში, განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, დამადასტურებელი წერილი მომწვევი ორგანიზაციიდან და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხევაში, ხოლო იმ შემთვევაში, თუ განაცხადს ავსებს იურიდიული პირი ან ადმინისტრაციული ორგანო,  ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მის მიერ რეკომენდირებული პირის მოქმედი პასპორტის ასლი, დამადასტურებელი წერილი მომწვევი ორგანიზაციიდან და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხევაში. 6. მომწვევ ორგანიზაციას შეიძლება წარმოადგენდეს: საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, (მათ შორის, სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულება), სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, საჯარო სამართლის იურდიული პირი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოები, მუნიციპალიტეტის მერი ან საკრებულო. 7. მომწვევი ორგანიზაციის დამადასტურებელი წერილი შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 8. განაცხადში მითითებულ ინფორმაციაზე და მის სისწორეზე პასუხიმგებელია განაცხადის შემვსები პირი. მუხლი 3🔗. ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად შევსებული განაცხადი, ავტომატურად ფიქსირდება ელექტრონულ პროგრამაში, რომელზეც წვდომა აქვთ ბიზნეს/შრომითი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განაცხადის შემვსები პირის მიერ შერჩეული შემდეგი სახელმწიფო უწყებებიდან ერთ-ერთს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – თანხმობის გამცემი უწყება). 2. განაცხადის განხილვა ხორციელდება ორმაგი დონის დადასტურების პრინციპით. 3. თანხმობის გამცემ უწყებაში განისაზღვრება პირველი და მეორე დონის დადასტურების უფლებამოსილი პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც/რომელთაც, ასევე, განესაზღვრება ელექტრონულ პროგრამაში წვდომის უფლებამოსილება 4. პირველი დონის დადასტურების დროს ხდება განაცხადის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემ(ებ)ის დაზუსტება და შესაბამის პირებთან დაკავშირება, რის საფუძველზეც მიიღება პირველი დონის გადაწყვეტილება თანხმობაზე ან უარყოფითი პასუხის გაცემაზე. 5. მეორე დონის დადასტურების დროს ხდება პირველი დონის დადასტურების უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა (საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი განხილვის მიზნით, პირველ დონეზე დაბრუნება) და თანხმობის ან უარყოფითი პასუხის გაგზავნა განმცხადებლისათვის ამ წესის შესაბამისად. 6. განაცხადების განხილვა ხორციელდება თანხმობის გამცემი უწყების მიერ მიღებიდან არაუმეტეს 4 სამუშაო დღისა. 7. თანხმობის გამცემი უწყება განიხილავს განაცხადს და უარყოფით პასუხს აცნობებს განმცხადებელს,  იმ შემთხევაში, თუ: ა) განაცხადი შევსებულია არასრულად ან არასწორად; ბ) მოთხოვნის მიზნობრიობა არ შეესაბამება ბიზნეს/შრომით საქმიანობას; 8. თანხმობის გამცემი უწყება განიხილავს განაცხადს და წყვეტს წარმოებას, იმ შემთხევაში, თუ განაცხადის შემვსები პირის მიერ მოხდება შეტყობინება ვიზიტის გაუქმების ან გადადების თაობაზე.  9. განაცხადში მითითებულ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებას უფლება აქვს, განაცხადის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მიღებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში, განაცხადი, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, განსახილველად გადაუგზავნოს უფლებამოსილ თანხმობის გამცემ სხვა უწყებას, რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ საერთო ვადაში თანხმობას ან უარყოფით პასუხს უგზავნის განაცხადის შემვსებ პირს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 10. განაცხადის შემვსები პირისთვის არასასურველი გადაწყვეტილების დადგომის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანხმობის გამცემი უწყება იტოვებს უფლებას, არ განუმარტოს განაცხადის შემვსებ პირს თავისი გადაწყვეტილება.