საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 15.07.2020
ძალაში შესვლა 15.07.2020
ძალის დაკარგვა 04.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №581
სარეგისტრაციო კოდი 170020000.22.027.017075
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №581
2020 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45
3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ნოტარიუსებს ეკრძალებათ ამ ბრძანებით დადგენილი წესით გაუთვალისწინებელი ყოველგვარი სანოტარო საქმიანობა.
2. ნებადართულია ნოტარიუსის მიერ დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის არხებით სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.
მუხლი 21🔗. დასაშვებია ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში იმ სანოტარო ბიუროს გახსნა, რომელიც, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აკმაყოფილებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, და:
ა) მისი საერთო ფართობი, სველი წერტილის გარდა, არანაკლებ 30 მ
2-ია;
ბ) სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ მდებარეობს შენობის ნულოვანი ნიშნულის ქვევით;
გ) ნოტარიუსის სამუშაო ოთახი სხვა ოთახებისაგან გამოყოფილია, არ არის არავისთან საზიარო და აქვს შესაბამისი ფართობის ფანჯარა;
დ) მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი არანაკლებ 15 მ
2-ია და აქვს შესაბამისი ფართობის ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე იმავდროულად ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია – მისი ფართობი არანაკლებ 20 მ
2-ია;
ე) თუ ნოტარიუსის თანაშემწისათვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში არ ხდება მოქალაქეთა მიღება და ამ სივრცეს არ აქვს ფანჯარა, შესაძლებელია მისი ბუნებრივი გზით განიავება;
ვ) მოქალაქისთვის განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი არანაკლებ 3 მეტრია;
ზ) სანოტარო ბიუროში თარჯიმნის მუშაობის შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს ფართობი არანაკლებ 40 მ
2-ია და თარჯიმანს აქვს ცალკე გამოყოფილი სამუშაო ოთახი;
თ) სანოტარო ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომლის (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა) შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი არანაკლებ 50 მ
2-ია.
2. სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვის მისაღებად, ნოტარიუსმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ადმინისტრაციაში (დეპარტამენტში) უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ფართობების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუ მასში ფართობები მითითებულია, ან 2019-2020 წლებში შედგენილი აზომვითი ნახაზი). ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირობების შესამოწმებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების ჩატარების შედეგად შედგენილი და სამინისტროში წარდგენილი შემოწმების აქტები და შესაბამისი ფოტოილუსტრაციები. სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვა გაიცემა საჭირო საბუთების სრულყოფილად წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვა შეიძლება გაიცეს მაშინაც, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა პირობას. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამის მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარისხის გათვალისწინებით.
4. ნებართვა იძლევა მხოლოდ იმ სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის მიერ საქმიანობის განხორციელების უფლებას, რომელიც მითითებულია ნოტარიუსის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნაში. ნოტარიუსი არ არის უფლებამოსილი, სანოტარო მომსახურება გასწიოს სხვა სანოტარო ბიუროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოტარიუსს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო გაცემული ნებართვა ექვემდებარება გაუქმებას.
41.
ნოტარიუსი უფლებამოსილია დანიშნოს შემცვლელი პირი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლითა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილი წესით და ამის შესახებ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
42. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში, სადაც საქმიანობს ამ მუხლით გაცემული ნებართვის საფუძველზე შესაბამისი ნოტარიუსი (სანოტარო ბიურო), ეპიდემიური კერების სამართავად შემოღებულ იქნება განსაკუთრებული შემზღუდავი ღონისძიებები (მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში შესვლის, გასვლის, მიმოსვლის შეზღუდვა და სხვ.) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი), შემზღუდავი ღონისძიებების მოქმედების ვადით, უფლებამოსილია შეაჩეროს ამ ნოტარიუსის (სანოტარო ბიუროს) საქმიანობის ნებართვა, რის შესახებაც ინფორმაციას სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) დაუყოვნებლივ აწვდის საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) უფლებამოსილია აღადგინოს შეჩერებული ნებართვის მოქმედება შემზღუდავი ღონისძიებების მოქმედების დასრულებამდეც, რაც ასევე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
5.
სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ (გარდა სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიისა) სანოტარო მოქმედების შესრულება შესაძლებელია, თუ მომსახურების მიღება დაინტერესებული პირისთვის გადაუდებლად აუცილებელია და მას ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია სანოტარო ბიუროში მისვლა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების/გაცემული რეკომენდაციების დაცვა.
6.
ნოტარიუსი ვალდებულია იმუშაოს კვირაში არანაკლებ ხუთი დღე. ნოტარიუსი სანოტარო ბიუროში მუშაობას იწყებს არაუგვიანეს 11:00 საათისა. სანოტარო ბიუროში, სამუშაო დღის განმავლობაში, ნოტარიუსმა მომსახურება უნდა გასწიოს არანაკლებ 7 საათისა. თუ ნოტარიუსი მეძუძური დედაა ან მას ჰყავს შვილი/ნაშვილები, რომელიც 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანია ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ან/და ჰყავს მასთან მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას, ნოტარიუსი უფლებამოსილია მომსახურება გასწიოს დღეში არანაკლებ 6 საათისა. თუ ნოტარიუსი გადაწყვეტს, რომ სანოტარო ბიურო გახსნას დასვენების ან უქმე დღეს, იგი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო იმ პირობით, რომ მან მომსახურება უნდა გასწიოს არანაკლებ 4 საათისა. ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია დასვენების დღეს - შაბათს უზრუნველყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა იმ დასახლებებისა, სადაც დანიშნულია და მუშაობს მხოლოდ ერთი ნოტარიუსი) მოქალაქეთათვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა, რისთვისაც ადგენს შაბათ დღეს მომუშავე ნოტარიუსთა სამუშაო გრაფიკს. ნოტარიუსი და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებული არიან უზრუნველყონ ნოტარიუსთა სამუშაო გრაფიკის (სამუშაო დღეების, სამუშაო დროის დაწყების და დასრულების) შესახებ სრული ინფორმაციის მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომობა.
61. ნოტარიუსი ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რომელიც გასცემს ნებართვას სანოტარო ბიუროს გახსნის შესაბამისი დროის შესახებ.
62. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობა საკუთარი ინიციატივით გადაამოწმოს 3-თვიანი პერიოდულობით მაინც.
7. სანოტარო ბიუროში არ შეიძლება იმყოფებოდეს ნოტარიუსი ან პერსონალის ისეთი თანამშრომელი, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში, ან აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი (ტემპერატურა 37 გრადუსზე ზემოთ, ხველება და სხვ.).
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა ვრცელდება ასევე სანოტარო მომსახურების მიმღებზეც, რომელთა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემოწმებას ახდენს ნოტარიუსი და მისი პერსონალი სანოტარო ბიუროში პირის დაშვებამდე. პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-7 პუნქტის პირობებს, არ დაიშვებიან სანოტარო ბიუროში. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გარემოებები გამოვლინდა პირის სანოტარო ბიუროში ყოფნის მომენტში, ნოტარიუსი ვალდებულია, უზრუნველყოს მოცემული პირის სანოტარო ბიუროდან დაუყოვნებლივ გაყვანა და ამისათვის გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები.
9. ნოტარიუსი, ასევე მისი პერსონალი, უნდა იყოს აღჭურვილი დამცავი ნიღბით. ნოტარიუსი უზრუნველყოფს სამუშაო პროცესში მისი პერსონალის და მომხმარებლების მაქსიმალურ დაცულობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად (მათ შორის, სანოტარო ბიუროების დეზინფექციას რეკომენდებული პერიოდულობით).
10. (ამოღებულია - 13.07.2021, №746).
11. სანოტარო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც დადგენილია ამ ბრძანებით.
12. (ამოღებულია - 15.06.2021,
№724).
13. (ამოღებულია - 13.07.2021, №746).
14. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პერიოდულად (სულ მცირე, ორ კვირაში ერთხელ) უზრუნველყოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების უნარიანობის ხარისხისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს არსებობის, აგრეთვე ამ ბრძანებით დადგენილი წესების დაცვის მდგომარეობის შესაფასებლად ამ მუხლით გათვალისწინებული სანოტარო ბიუროების ინსპექტირება (ადგილმდებარეობის დახასიათება, სანოტარო ბიუროს ფართისა და ზოგადი მდგომარეობის აღწერა, დასურათება და სხვ.). ინსპექტირება ხორციელდება ნოტარიუსის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა გამოიწვევს ნოტარიუსის დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგების ან ნებისმიერი სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ დადასტურდება ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა, სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს ამ მუხლის შესაბამისად გაცემული ნებართვა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №592 - ვებგვერდი, 04.08.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №596 - ვებგვერდი, 12.08.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 07.09.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №615 - ვებგვერდი, 22.09.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანება №683 - ვებგვერდი, 10.02.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 15 ივნისის ბრძანება №724 - ვებგვერდი, 15.06.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 13 ივლისის ბრძანება №746 - ვებგვერდი, 13.07.2021 წ.
მუხლი 2🔗1
1. საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში საგანგებოდ მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებში − მობილურ იუსტიციის სახლებში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების ვაქცინაციის დღეს წარდგენის შემთხვევაში, თითოეული მომსახურებისთვის ერთჯერადად გათავისუფლდნენ „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურების გადახდისაგან.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მოთხოვნასთან ერთად უნდა წარადგინონ შესაბამის ვაქცინაციის პუნქტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული საშუალებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №781 - ვებგვერდი, 29.11.2021 წ.
მუხლი 3🔗
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების შესაბამისად გაცემული სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ძალაშია 2020 წლის 15 ივლისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მოქმედების ვადით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი