საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.07.2020
ძალაში შესვლა 20.08.2020
ძალის დაკარგვა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/244
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016653
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | A,B,C,D,E,F,G ჯგუფების გემებისათვის |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/244
2020 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1/643 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 1 ივლისის № 1-1/169 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის – მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესი.
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის (შემდგომ-ჰიდროგრაფიული სამსახური) მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქცია/ვალდებულებების დაუბრკოლებლად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.
2. წესი განსაზღვრავს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, ვადებს, საფასურის ოდენობებს, მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მომსახურება – საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით, ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისათვის ისეთი უფლებების მინიჭებასთან, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურება; საზღვაო სანავიგაციო ქაღალდისა და ელექტრონული რუქების გაცემა; ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა; ამინდის პროგნოზის ცნობების გაცემა; ბათიმეტრული მონაცემების შეგროვება და გაცემა; შელფის ბათიმეტრული დასურათება რასტრულ ფაილებში და გაცემა; გეოდეზიური მონაცემების გაცემა; რომლის მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა ჰიდროგრაფიულ სამსახურს დადგენილი საფასური უნდა გადაუხადოს.
ბ) საფასური – ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი გადასახდელის განაკვეთი.
გ) ეროვნული გადამზიდავი – საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემები.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რა მნიშვნელობითაც განმარტებულია ამ დარგის მარეგულირებელ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში.
მუხლი 3🔗. ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის ოდენობა:
ა) საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურება:
1
A,B,C,D,E,F,G ჯგუფების გემებისათვის
გროსს ტონაჟი (GROSS TONNAGE) x 0.09 ა.შ.შ.
დოლარის ეკვივალენტი ლარში;
გემები ჯგუფდებიან შემდეგნაირად:
A – ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სატვირთო გემები;
B – შორეული ნაოსნობის სატვირთო გემები, ტანკერები, გარდა A და C ჯგუფებისა;
C – ეროვნული გადამზიდავი სატვირთო-სამგზავრო ბორნები;
D – შორეული ნაოსნობის უცხო ქვეყნების სატვირთო-სამგზავრო ბორნები;
E – ეროვნული გადამზიდავი სამგზავრო გემები;
F – ეროვნული გადამზიდავი ტანკერები;
G – ეროვნული გადამზიდავი ნაოსნობის სატვირთო გემები და მცურავი ერთეულები;
H – ლიხტერები ლიხტერმზიდ სისტემებში, სამხედრო გემები, საჰოსპიტალო გემები;
I – ლიხტერები, ბუქსირმზიდები, თვითმავალი სამდინარო, თევზსაჭერი და 200 საერთო სარეგისტრაციო ტონამდე წყალწვის მქონე გემები;
J – ნავსადგურში თავშესაფრად, შეკეთებისათვის, წყლის, ბუნკერის მარაგის შევსების მიზნით,
უკიდურეს გარემოებათა, ავარიული მდგომარეობის გამო შესული გემები;
K – სასამსახურო გემები, სასწავლო, სასწავლო-სასამსახურო, სამეცნიერო-კვლევითი გემები;
L – სპორტული, ფსკერდამაღრმავებელი და სამაშველო გემები, იახტები;
შენიშვნა: H,I,J,K,L ჯგუფების და სამგზავრო საკრუიზო გემები თავისუფლდებიან მომსახურების ტარიფების გადახდისაგან.
ბ) საზღვაო სანავიგაციო ქაღალდის რუკების გაცემა:
საზღვაო სანავიგაციო ქაღალდის რუკა
მე-3 დღეს – 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
მე-2 დღეს – 35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
იმავე სამუშაო დღეს – 40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
გ) გასული დღეების (1–10 დღემდე) ზღვის აკვატორიაში ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა:
მე-3 დღეს – 4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
მე-2 დღეს – 6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
იმავე დღეს – 9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
დ) გასული დღეების (10–30 დღემდე) ზღვის აკვატორიაში ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა:
მე-3 დღეს – 11 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
მე-2 დღეს – 13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
იმავე დღეს – 15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
ე) გასული თვეების (12 თვემდე) ზღვის აკვატორიაში ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა:
მე-3 დღეს – 18 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
მე-2 დღეს – 25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
ვ) გასული წლების (2009 წლამდე) ზღვის აკვატორიაში ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა:
მე-4 დღეს – 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
მე-3 დღეს – 35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
ზ) სამ დღემდე ზღვის აკვატორიაში ამინდის პროგნოზის გაცემა:
იმავე დღეს – 6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
თ) ოთხიდან შვიდ დღემდე ზღვის აკვატორიაში ამინდის პროგნოზის გაცემა:
იმავე დღეს – 9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
ი) ბათიმეტრული (მრავალსხივიანი ექოლოტით) მონაცემების გაცემა: (3 მეტრიდან 400 მეტრის სიღრმემდე):
მონაცემთა შეგროვებიდან მე-10 დღეს – შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 210 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
მონაცემთა შეგროვებიდან მე-5 დღეს – შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 240 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
კ) ბათიმეტრული (ერთსხივიანი ექოლოტით) მონაცემების (0 დან 900 მეტრის სიღრმემდე), გაცემა: მონაცემთა შეგროვებიდან მე-10 დღეს – შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 105 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
მონაცემთა შეგროვებიდან მე-5 დღეს – შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 125 აშშ
დოლარის ეკვივალენტი ლარში;
ლ) შელფის ბათიმეტრული დასურათება რასტრულ ფაილებში (3 მეტრიდან 400 მეტრის სიღრმემდე): მონაცემთა შეგროვებიდან მე-10 დღეს – შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 210 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
მონაცემთა შეგროვებიდან მე-5 დღეს – შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 240 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
მ) გეოდეზია:
გეოდეზიური წერტილის კოორდინატის აღება – 1 წერტილი – 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
2. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ერთჯერადად იმ რეისიდან, რომლითაც გემი გადის ნავსადგურიდან ან ზღვაში განთავსებული ტივტივა ნავმისადგომიდან. საქართველოს ტერიტორიული წყლების საზღვრის გადაუკვეთავად გემის მიერ საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში შესვლისას, ჰიდროგრაფიული მომსახურების საფასური გადაიხდება ერთჯერადად.
3. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასური გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ინვოისის გამოწერის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, ხოლო სხვა სახის მომსახურების საფასური გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშსწორების დღისათვის დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
4. თუ სხვა სახელმწიფოსთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ სახელმწიფოს დროშით მცურავი გემებისათვის დადგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისაგან განსხვავებული საფასური, შესაბამისი გემებისათვის მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საფასური.
5. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასური მოცემულია დღგ-ის გარეშე,
ხოლო სხვა სახის მომსახურების საფასური მოცემულია დღგ-ის ჩათვლით.
6. ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ვადები განისაზღვრება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესითა და პირობებით.
7. მომსახურების ვადის ათვლა იწყება მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის და ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად, გარდა იმ მომსახურებისა, რომლის გაწევაც უნდა მოხდეს განცხადების რეგისტრაციის დღეს. ასეთ შემთხვევაში ვადის ათვლა დაიწყება განცხადების რეგისტრაციის დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.
8. მომსახურების საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ ,,საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“.
9. საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპეჩერო სამსახურები (შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე) და მუნიციპალიტეტები თავისუფლდებიან მხოლოდ ფაქტობრივი ამინდისა და ამინდის პროგნოზის ცნობების გაცემისთვის დადგენილი საფასურისაგან.
10. სახელმწიფო-საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული პირები შესაძლებელია გათავისუფლდნენ ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.
მუხლი 4🔗. საფასურის გადახდის წესი
1. ჰიდროგრაფიული სამსახურის მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესით დადგენილი საფასური, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით.
2. საფასური გადაიხდება წინასწარ (უნაღდო ანგარიშსწორებით), შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე, – გარდა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“ „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისა, რომელთა გადახდაც ხორციელდება, მომსახურების გაწევისთანავე, ასევე გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებისა.
3. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება გემის ნავსადგურიდან ან ტივტივა ნავმისადგომიდან გასვლიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
4. საფასური ჩაირიცხება ჰიდროგრაფიული სამსახურის ანგარიშზე.
მუხლი 5🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთებს შორის.
2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ა) ჰიდროგრაფიული სამსახური კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;
ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურების მიღებაზე წერილობითი ფორმით;
3. გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, განცხადების სამსახურში წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ – ან სრულად დაბრუნების – კანონიერ საფუძველზე მითითებას და უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. საფასურთან დაკავშირებული დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.