⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2022)
გაუქმებულია:

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.07.2020
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №449
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.022166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,382 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2020 მიღება
08.11.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
პროგრამის განმახორციელებელი
სააგენტო
მუხლი 2
მოსარგებლე
პროგრამის სამიზნე ჯგუფის სამუშაოს მაძიებელი
მუხლი 2
მსმენელი
პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე
მუხლი 2
პროფესიული მომზადების პროგრამა
პროფესიული მომზადების პროგრამა არის პროგრამა, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად
მუხლი 2
პროფესიული გადამზადების პროგრამა
პროფესიული გადამზადების პროგრამა არის პროგრამა, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად
მუხლი 2
მიმწოდებელი
იურიდიული პირი, რომელსაც „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება
მუხლი 2
პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა
ღონისძიებათა ფართო სპექტრი, რომელიც პირს ეხმარება, განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობა, კომპეტენცია და ინტერესი განათლებასა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და მართოს საკუთარი კარიერა
მუხლი 2
სტაჟირება
დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით
მუხლი 2
მომსახურება
მიმწოდებლის მიერ პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელება
მუხლი 2
ვაუჩერი
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების საშუალება, რომელიც, მომსახურების მიღების მიზნით, მოსარგებლის მიერ წარედგინება მიმწოდებელს/მიმწოდებლებს
მუხლი 2
საგზური
ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების მიზნით გაცემული სპეციალური ფორმა
მუხლი 2
სახელმწიფო სტიპენდია
პროგრამის ფარგლებში სტაჟირების განმავლობაში მოსარგებლისთვის გადახდილი სახელმწიფო სტიპენდია
მუხლი 2
დამატებითი სერვისი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი, დამხმარე/ადაპტური მოწყობილობები და სხვა) პროფესიული მომზადების, პროფესიული-გადამზადების და/ან სტაჟირების პროცესში, გონივრული მისადაგებით განსაზღვრული ანაზღაურების შესაბამისად
მუხლი 2
მოთხოვნადი პროფესიები
შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევისა და საჯარო/კერძო სამართლის სუბიექტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებული პრიორიტეტული სწავლის სფეროების შესაბამისად გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების (არარეგულირებადი) ნუსხა
მუხლი 2
პერსპექტიული სამუშაო ადგილი
რეალური/პროგნოზირებადი ვაკანტური პოზიცია, რომელიც დამსაქმებლის მიერ არის წარმოდგენილი და მიზნად ისახავს სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების) გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას
მუხლი 2
საკვანძო კომპეტენცია
საკვანძო კომპეტენცია წარმოადგენს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ ერთობლიობას, პიროვნული მიღწევებისა და განვითარებისთვის, სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისთვის.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №449 2020 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების,  პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“.  მუხლი 2🔗 1. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართში − სამინისტრო): ა) ამ დადგენილებით დამტკიცებული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომ ტექსტსა და დანართში − პროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და  „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; ბ) ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების  კოორდინაცია;  გ) პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი მიმდინარეობის მიზნით, ზედამხედველობის განხორციელება.       2. დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართში − სააგენტო): ა) პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; ბ) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, გარდა ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, გარდა „თ.ბ.ა“ ქვეპუნქტისა, მე-5  და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული  ღონისძიებების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით; გ) პროგრამის განხორციელების პროცესის ზედამხედველობა და მონიტორინგი; დ) პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, თანამშრომლობის განვითარება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მისი  მმართველობის სფეროში მოქმედ, შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სოციალურ პარტნიორებსა და სხვა  დაინტერესებულ მხარეებთან; ე) პროგრამის განხორციელების შესახებ შუალედური და საბოლოო ანგარიშების  სამინისტროსთვის წარდგენა. 3. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. 4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა  აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს,  უზრუნველყოს შეთანხმებულ ფორმატში პროგრამაში ჩართვის მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება.    5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, სამუშაოს მაძიებლის პროგრამის მოსარგებლედ რეგისტრაციის მსურველი პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით. 6. დაევალოს  სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას,  პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოსათვის დროული მიწოდება მხარეთა მიერ შეთანხმებული  ფორმატით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები 1. პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. 2. პროგრამის ამოცანებია: ა) პროგრამის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ამოცანებია: ა.ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების დაგეგმვა; ა.ბ) პროგრამის განხორციელებისათვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა; ა.გ) ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების საფუძველზე შესაბამისი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმება; ა.დ) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა-შერჩევის (ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციის) საფუძველზე, რომლებსაც ესაჭიროებათ პროფესიული მომზადება ან და პროფესიული გადამზადება; ბ) პროგრამის კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირების) ამოცანებია: ბ.ა) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების) ორგანიზება; ბ.ბ) დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე სტაჟირებაში ჩართული სამუშაოს მაძიებლების სახელმწიფო სტიპენდიით უზრუნველყოფა; გ) პროგრამის ფარგლებში საკვანძო კომპეტენციების განვითარების ამოცანებია: გ.ა) სამუშაოს მაძიებელთან ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციების შედეგად მათთვის საკვანძო კომპეტენციების გამოვლენა, გამოვლენილ საკვანძო კომპეტენციებზე ჩარჩოდოკუმენტის შემუშავება და სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; გ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, (ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციის საფუძველზე) სამუშაოს მაძიებელთათვის უნარების განვითარების მიზნით, საკვანძო კომპეტენციებში სწავლების (ტრენინგები) ორგანიზება/უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამის განმახორციელებელი – სააგენტო; ბ) მოსარგებლე – პროგრამის სამიზნე ჯგუფის სამუშაოს მაძიებელი; გ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე; დ) პროფესიული მომზადების პროგრამა – პროფესიული მომზადების პროგრამა არის პროგრამა, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად; ე) პროფესიული გადამზადების პროგრამა – პროფესიული გადამზადების პროგრამა არის პროგრამა, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად; ვ) მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელსაც „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება; ზ) პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა – ღონისძიებათა ფართო სპექტრი, რომელიც პირს ეხმარება, განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობა, კომპეტენცია და ინტერესი განათლებასა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და მართოს საკუთარი კარიერა; თ) სტაჟირება – დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით; ი) მომსახურება – მიმწოდებლის მიერ პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელება; კ) ვაუჩერი – პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების საშუალება, რომელიც, მომსახურების მიღების მიზნით, მოსარგებლის მიერ წარედგინება მიმწოდებელს/მიმწოდებლებს; ლ) საგზური – ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების მიზნით გაცემული სპეციალური ფორმა; მ) სახელმწიფო სტიპენდია – პროგრამის ფარგლებში სტაჟირების განმავლობაში მოსარგებლისთვის გადახდილი სახელმწიფო სტიპენდია; ნ) პროფესიული მომზადების პროგრამა – არანაკლებ ერთთვიანი ხანგრძლივობის პროფესიული მომზადების პროგრამა, რომელიც შემუშავებულია მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად და ხორციელდება მიმწოდებლის მიერ; ო) დამატებითი სერვისი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი, დამხმარე/ადაპტური მოწყობილობები და სხვა) პროფესიული მომზადების, პროფესიული-გადამზადების და/ან სტაჟირების პროცესში, გონივრული მისადაგებით განსაზღვრული ანაზღაურების შესაბამისად; პ) მოთხოვნადი პროფესიები – შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევისა და საჯარო/კერძო სამართლის სუბიექტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებული პრიორიტეტული სწავლის სფეროების შესაბამისად გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების (არარეგულირებადი) ნუსხა;  ჟ) პერსპექტიული სამუშაო ადგილი – რეალური/პროგნოზირებადი ვაკანტური პოზიცია, რომელიც დამსაქმებლის მიერ არის წარმოდგენილი და მიზნად ისახავს სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების) გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას; რ) საკვანძო კომპეტენცია – საკვანძო კომპეტენცია წარმოადგენს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ ერთობლიობას, პიროვნული მიღწევებისა და განვითარებისთვის, სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისთვის. მუხლი 3🔗. პროგრამის სამიზნე ჯგუფი 1. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 16 წლიდან შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან, გაიარონ პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება ან/და სტაჟირება. 2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების აუცილებელი პირობა არის: ა) სამუშაოს მაძიებლის მიერ ზოგადი განათლებისა და პროფესიული მომზადების და/ან პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილება; ბ) თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ: ბ.ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რაც დასტურდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით; ბ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ბ.გ) იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს; ბ.დ) სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; ბ.ე) დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდანაც არ არის გასული 1 წელზე მეტი; ბ.ვ) რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ ყოფილ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს, პირობით მსჯავრდებულებს; ბ.ზ) პრობაციონერებს; ბ.თ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებსა და ასევე სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს; ბ.ი) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს; ბ.კ) ქალებს; ბ.ლ) განრიდების პროგრამაში ჩართულ პირებს; ბ.მ) პირებს, რომელთაც სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვთ შინაპატიმრობა; ბ.ნ) რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს; ბ.ო) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს; ბ.პ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია; ბ.ჟ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს; ბ.რ) ეთნიკურ უმცირესობებს; ბ.ს) ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს; ბ.ტ) სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც არ მიუღიათ გასულ წლებში ამ პროგრამაში მონაწილეობა; ბ.უ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს; ბ.ფ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს; ბ.ქ) პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, პირობით მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში; ბ.ღ) სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც პროგრამის განხორციელების პერიოდში არ არიან დაქირავებით დასაქმებულები ბოლო 1 წლის განმავლობაში; ბ.ყ) სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც არიან დაქირავებით დასაქმებულები და მათი შემოსავალი არ აღემატება საარსებო მინიმუმის გაორმაგებულ ოდენობას. 3. სტაჟირებისა და საკვანძო კომპეტენციების ფარგლებში სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები. მუხლი 4🔗. პროგრამის ღონისძიებები 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:  ა) მოთხოვნად პროფესიათა ჩამონათვალის, რომლის მიხედვითაც მოხდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება ან/და პროფესიული გადამზადება, დამტკიცება (რეგიონების შესაბამისად) დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღესა და დამტკიცებიდან 5 კალენდარულ დღეში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის წარდგენა; ბ) პროგრამის დაფინანსების წესით განსაზღვრული ვაუჩერებისა და საგზურის ფორმების დამტკიცება, დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში; გ) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მსურველი სამუშაოს მაძიებლის განაცხადისა და მომსახურების მიღების პირობებზე შეთანხმების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში; დ) პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის, მათ შორის, სტაჟირების მიმწოდებელი დამსაქმებლების მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის, პროგრამის მიმწოდებლად დადასტურებისა და სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ განაცხადების ფორმების დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში; ე) მომსახურების მიწოდებაზე მიმწოდებელად რეგისტრირებულ პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში; ვ) პროგრამის მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და მონიტორინგის პროცედურებისა და ამ პროცედურების განხორციელებისათვის სპეციალური ფორმების დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღეში; ზ) სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კომისიის შექმნა დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ზოგადი ღონისძიებების განსაზღვრა: ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მსურველი სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა; ბ) შრომის ბაზრის მოთხოვნის შედეგად გამოვლენილი და/ან სააგენტოს მიერ მოძიებულ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების უზრუნველსაყოფად შესაბამის დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების წარმოება; გ) მიზნობრივი ჯგუფების პროგრამაში ჩართვის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობის განვითარება; დ) პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება;  ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებული პროფესიათა ჩამონათვალის შესახებ ინფორმაციის წარდგენიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს კომპეტენციის ფარგლებში მიმწოდებლების ინფორმირება (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით). 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისათვის ძირითადი პროცედურების განსაზღვრა: ა) პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად სამიზნე ჯგუფის სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია, პირადად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში და პროგრამაში ჩართვისთვის გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია; ბ) სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, პროგრამით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი: ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა, რომლებიც უნდა ჩაერთონ პროფესიული მომზადების ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამაში, დამატებითი სერვისის მომსახურებისთვის თან უნდა იქონიონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ პირის შემთხვევაში – სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი)), ხოლო სსსმ პირის შემთხვევაში – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა;  გ) სააგენტო:  გ.ა) აცნობს სამუშაოს მაძიებელს პროგრამის პირობებს, ამ პროგრამით სარგებლობის წესებსა და პროცედურებს, ასევე აწვდის მას ზოგად ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული პროფესიების/პროგრამების შესახებ: გ.ა.ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შერჩევისას, სააგენტო ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციების საშუალებით (მოტივაციის, პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით), დახმარებას გაუწევს სამუშაოს მაძიებლებს მიმწოდებლების მიერ წარდგენილი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღებაში;  გ.ა.ბ) მოსარგებლეს ეძლევა საშუალება, შეარჩიოს მიმწოდებელი და იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა მიმწოდებელთან მიღების რაოდენობის შეზღუდვა ან/და მინიმალური ჯგუფის შევსების პრობლემა, სააგენტო ეხმარება მოსარგებლეს ალტერნატიული მიმწოდებლის შერჩევაში; გ.ბ) განიხილავს სამუშაოს მაძიებლის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რისი დადგენის მიზნით, შესაძლებელია, გამოიყენოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელთ არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემები და მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაოს მაძიებლის პროგრამის მოსარგებლედ რეგისტრაციის თაობაზე; გ.გ) ინდივიდუალური პროფესიული კონსულტირების საფუძველზე შერჩეულ სამუშაოს მაძიებელთან აფორმებს შეთანხმებას, შეთანხმების გაფორმების შემდეგ გადასცემს მას მატერიალიზებულ ვაუჩერს, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია მიმწოდებლ(ებ)ისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის შესახებ და მიმწოდებელთან შეთანხმების შემდგომ უზრუნველყოფს შერჩეული კადრის რეგისტრაციას, „პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №71/ნ ბრძანების შესაბამისად; გ.დ) სტაჟირების შემთხვევაში, შეთანხმების გაფორმების შემდეგ გადასცემს მას საგზურს; დ) მომსახურების (პროფესიული მომზადება და პროფესიული გადამზადება) მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს ვაუჩერს პროგრამის მიმწოდებელს არაუგვიანეს ვაუჩერზე მითითებული ვადისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი ვაუჩერი ძალადაკარგულად ჩაითვლება – ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ; დ.ა) სტაჟირების მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს საგზურს პროგრამის მიმწოდებელს არა უგვიანეს საგზურზე მითითებული ვადისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი საგზური ძალადაკარგულად ჩაითვლება – ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ; ე) მოსარგებლე, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით ჩაირიცხება კონკრეტულ მიმწოდებელთან, მათ შორის, სტაჟირებაზე, შესაბამის მომსახურებას (სტაჟირებას) იღებს მხოლოდ ამ მიმწოდებლისაგან; ვ) მოსარგებლეს უფლება აქვს, მომსახურება (სტაჟირება) მიიღოს დამსაქმებელის მიერ მოწოდებული ვაკანსიების შესაბამის მხოლოდ რომელიმე ერთ პროფესიაში; ზ) პროგრამა არ ითვალისწინებს: ზ.ა) მომსახურების (სტაჟირების) მიღების პროცესში მიმწოდებლის შეცვლას ან/და ერთ მიმწოდებელთან წარდგენილი ვაუჩერის (საგზურის) მეორე მიმწოდებელთან გადატანას; ზ.ბ) ერთ მიმწოდებელთან პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების (სტაჟირების) არასაპატიო მიზეზით შეწყვეტისას მომსახურების მიღების გაგრძელებას პროგრამის ამ ან სხვა მიმწოდებელთან; თ) პროგრამის მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები აისახება სააგენტოსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში;  ი) სააგენტო აწარმოებს მოსარგებლესთან გაფორმებული შეთანხმებების, გაცემული ან/და გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერების (საგზურების), მიმწოდებლებისა და პროგრამით გათვალისწინებულ ცალკეულ პროფესიაში ნაწილობრივ ან/და სრულად მიწოდებული მომსახურების (სტაჟირების) შესახებ მონაცემთა აღრიცხვას; კ) პროგრამის შედეგების ინსპექტირების მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს დამსაქმებლისა და პროგრამით მოსარგებლის გამოკითხვას, გამოკითხვის შედეგების ანალიზს, სისტემატიზაციასა და სამინისტროსთვის მიწოდებას. 4. პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებისა და რეგისტრირების შეწყვეტის პროცედურების განსაზღვრა: ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების აქტივობის ფარგლებში მიმწოდებელი განსაზღვრულია პროგრამის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირება შეუძლია დამსაქმებელს, რომელსაც აქვს რეალური და/ან პოტენციური ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი; ბ) სტაჟირების შემთხვევაში პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების მომენტისათვის დამსაქმებელს აქვს ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი/ადგილები ან/და მზადაა, მიიღოს სტაჟირების მსურველი სამუშაოს მაძიებლები დასაქმების მიზნით, სტაჟირების დასრულების შემდგომ, კონკურენციის საფუძველზე, დაასაქმოს მის მიერ შერჩეული სტაჟიორ(ებ)ი ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ ადგილებზე; გ) პროგრამით გათვალისწინებულ რომელიმე პროფესიაში პროგრამის მიმწოდებელი წარუდგენს სააგენტოს მოთხოვნილ დოკუმენტებს და ავსებს პროგრამის მიმწოდებლად დადასტურების განცხადებას; დ) პროგრამის მიმწოდებლად დადასტურების განცხადება გულისხმობს მიმწოდებლის თანხმობას, დაექვემდებაროს პროგრამის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის წესებსა და პროცედურებს, რომელთაც განსაზღვრავს სააგენტო; ე) სააგენტო უფლებამოსილია, არ განიხილოს მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის – დამსაქმებლის განაცხადი და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, თუ განაცხადის წარდგენის მომენტისათვის სტაჟირების განხორციელების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდი არ არის საკმარისი რეგისტრირებისა და შესაბამის პროფესიაში სტაჟირების სრულად გავლის ანგარიშსწორებისათვის; ვ) პირი ითვლება პროგრამის მიმწოდებლად სააგენტოსა და პროგრამის მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. სააგენტოსა და პროგრამის მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულება უნდა განესაზღვროს მიმწოდებელს, რომ ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს; ზ) მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულება შესაძლებელია, შეწყდეს, თუ მიმწოდებელი შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, ამასთან, მიმართვის მომენტისათვის მიმწოდებელს სრული მოცულობით აქვს მიწოდებული მომსახურება (სტაჟირება) ჩარიცხული მოსარგებლეებისათვის და ამ პროცესთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურები დასრულებულია; თ) სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება პროგრამის მიმწოდებელთან პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, თუ: თ.ა) პროგრამის მიმწოდებელი არ ასრულებს პროგრამისა და ხელშეკრულების პირობებს ან/და უარს ამბობს, დაექვემდებაროს პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის წესებსა და პროცედურებს; თ.ბ) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა: თ.ბ.ა) პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შესახებ; თ.ბ.ბ) მიმწოდებლის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე; თ.ბ.გ) მიმწოდებლის გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების თაობაზე; თ.ბ.დ) პროგრამით გათვალისწინებულ თუნდაც ერთ პროფესიაში, ხოლო სტაჟირების შემთხვევაში, თუნდაც ერთ პოზიციაზე მიწოდებული არადამაკმაყოფილებელი მომსახურების ან სხვა დარღვევების თაობაზე, რაც დასტურდება მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე; ი) სააგენტო ვალდებულია, წერილობითი ფორმით აცნობოს სამინისტროს პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის მიმწოდებლად რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა. 5. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისა და ანაზღაურების ძირითადი პირობების განსაზღვრა: ა) პროგრამის ფარგლებში: ა.ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსებისთვის მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე კომისია გონივრული მისადაგების ფარგლებში განიხილავს თითოეულ პროგრამაზე მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვას; ა.ბ) სტაჟირების შემთხვევაში სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია, ამასთან, სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში 200 ლარით ერთ მოსარგებლეზე;  ა.გ) პროგრამით ანაზღაურდება ერთი მოსარგებლისთვის მომსახურების და/ან სტაჟირების მხოლოდ ერთი კურსი; ბ) მატერიალიზებული ვაუჩერის ანაზღაურების პირობები: ბ.ა) პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ვადის დაცვით წარდგენილი ვაუჩერი. ძალადაკარგული ვაუჩერის საფუძველზე მომსახურების მიწოდების შემთხვევაში ეს მომსახურება სააგენტოს მიერ არ ანაზღაურდება; ბ.ბ) მიმწოდებელს სააგენტოსთან შეუთანხმებლად უფლება არ აქვს, უარი უთხრას მოსარგებლეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მითითებული ვადის დაცვით წარდგენილი მატერიალიზებული ვაუჩერის მიღებასა და პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მიწოდებაზე. სტაჟირების გასავლელად ვადის დაცვით წარდგენილი საგზურის შემთხვევაში, მიმწოდებელი 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების კონკრეტული მოსარგებლისთვის მიწოდების თაობაზე; გ) დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების და/ან სტაჟირების მიღებასთან დაკავშირებული ისეთი ვალდებულების დაწესება, რომლის შესრულება პირდაპირ ან ირიბად ფინანსურ ტვირთად დააწვება პროგრამის მოსარგებლეს; დ) თუ მოსარგებლე ვერ დაასრულებს მომსახურების (სტაჟირების) მიღებას მისგან დამოუკიდებელი ან საპატიო მიზეზით, მაშინ სააგენტო, მიმწოდებელთან შეთანხმებით, უფლებას აძლევს მოსარგებლეს, დაასრულოს მომსახურების (სტაჟირების) მიღება, თუ მოსარგებლე პროგრამის დასრულებამდე მიმართავს სააგენტოს და პროგრამის დასრულებამდე დარჩენილი დრო საკმარისი არის ამ მომსახურების მისაღებად და/ან სტაჟირების გასავლელად; ე) მიწოდებული მომსახურების (სტაჟირების შემთხვევაში სახელმწიფო სტიპენდიის) ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ანგარიშების) წარდგენისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, არა უგვიანეს შესაბამისი ანგარიშის (ანგარიშების) წარდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ 10 კალენდარული დღისა, ხოლო თუ საბოლოო ანგარიშის წარდგენა ხდება 2020 წლის დეკემბერში – ამ თვის 20 რიცხვამდე. ამასთან: ე.ა) სტაჟირების შემთხვევაში, სახელმწიფო სტიპენდიის შუალედური ანაზღაურება პროგრამით გათვალისწინებული არ არის. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მომსახურების ღირებულების წინასწარი და/ან შუალედური ანაზღაურება შესაძლებელია, თუკი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მიმწოდებელი წინასწარ განსაზღვრავს წინასწარი/შუალედური ანაზღაურების მოთხოვნას. ამასთან, წინასწარი ანაზღაურების მოთხოვნისას აუცილებელია შესაბამისი ოდენობის თანხის საბანკო გარანტიის წარმოდგენა (წინასწარი ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 30%-ით). წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების შემდეგ; ე.ბ) მომსახურების მიწოდების შუალედური ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების ღირებულების 30%-20%-50% პროცენტული განაკვეთით, ამასთან, შუალედური ანაზღაურებისათვის მიმწოდებლის მიერ შუალედური ანგარიშის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე; ე.გ) მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით თუ მოსარგებლემ შეწყვიტა მომსახურების მიღება, ხოლო რეგისტრაციის მომენტში მიმწოდებლის მიერ წინასწარი/შუალედური ანაზღაურება არ ყოფილა მოთხოვნილი, ანაზღაურება განხორციელდება საბოლოო ანგარიშის წარდგენის საფუძველზე, ამასთან, შეწყვეტის მომენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობის – ასტრონომიული საათების კალკულაციის საფუძველზე. მოსარგებლის მიერ მიტოვებული პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ასტრონომიული საათები არ ანაზღაურდება; ვ) თუ მოსარგებლისთვის მომსახურების მიწოდება გრძელდება დეკემბრის 20 რიცხვის შემდგომ და სრულდება პროგრამის ვადის ამოწურვამდე, სააგენტოსთვის 2020 წლის დეკემბერში წარსადგენი საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს მომსახურების მიწოდების იმ შემთხვევებს, რომლებიც ანაზღაურდება წინასწარ. ამასთან, თუ წინასწარ ანაზღაურებული მომსახურების მიწოდება არ ან ვერ დასრულდა პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუბრუნოს სააგენტოს წინასწარ ანაზღაურებული იმ ასტრონომიული საათების ღირებულება, რომელთა ათვისებაც ვერ განხორციელდა არაუგვიანეს 2021 წლის 31 იანვრისა. წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების შუალედური ან სრული ოდენობით ანაზღაურება არ ხორციელდება, თუ ადგილი აქვს მომსახურების მიწოდების პირობების დარღვევას, მათ შორის, მოსარგებლისათვის მომსახურების მიწოდების შესახებ შუალედური ან/და საბოლოო ანგარიშების წარდგენის ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობას ან/და ვადების დაუცველობას, ასევე მეთვალყურეობის შედეგებისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით; თ) პროგრამის ფარგლებში მიმწოდებელთა საქმიანობის ზედამხედველობის (მონიტორინგის) მიზნით განსახორციელებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს სააგენტოსთვის „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან. 6. შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში, დამსაქმებლებთან შეთანხმებით ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე დასაქმების მიზნით, სტაჟირების ძირითადი პირობების განსაზღვრა: ა) პროგრამის ფარგლებში სტაჟირების გავლა შეუძლიათ www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, მათ შორის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს; ბ) სტაჟირების გასავლელად სამუშაოს მაძიებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, არსებობის შემთხვევაში – პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი); გ) სტაჟიორი, რომლის საკვალიფიკაციო მონაცემები მისაღებია დამსაქმებლისათვის, კვალიფიკაციას აიმაღლებს შესაბამის კერძო დაწესებულების ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ პოზიციაზე; დ) სტაჟირების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა შერჩევა და გაგზავნა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, ამასთან, სტაჟირებით სარგებლობის თაობაზე, სააგენტოსთან შეთანხმებით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი მოსარგებლის გაგზავნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში;  ე) ერთ პოზიციაზე მიმწოდებელს შეუძლია, აიყვანოს არაუმეტეს სამი სტაჟიორისა;  ვ) სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით ხელშეკრულებას მინიმუმ ერთ სტაჟიორს, არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) ამ პროგრამის მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; თ) სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ აღემატება 3 (სამ) კალენდარულ თვეს; ი) სტაჟირების პერიოდში სტაჟიორის მხრიდან არაკეთილსინდისიერად მოქცევის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, წერილობით აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს; კ) სტაჟირების პერიოდში განხორციელებული მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების, სტაჟიორისა და დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევის შემთხვევაში, ასევე დამსაქმებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს სტაჟიორისათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი, დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 090 000 (ორი მილიონ ოთხმოცდაათი ათასი) ლარით. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისთვის“ (პროგრამული კოდი – 27 05) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. მუხლი 6🔗. პროგრამის შესრულების ინდიკატორები 1. პროგრამის ფარგლებში შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში პროფესიული მომზადებით, პროფესიული გადამზადებითა და ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლებით (სტაჟირებით) მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებიდან. 2. ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლების (სტაჟირების) პროცესში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა. 3. პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებიდან. მუხლი 7🔗. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო.  2. ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის, საკვანძო კომპეტენციის ტრენინგკურსი, ხორციელდება ვაუჩერის/საგზურის გზით და/ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.