„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№451
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022168
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2020

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №451

2020 წლის 20 ივლისი

 ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს:

ბ.ა) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება;

ბ.ბ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტირების უზრუნველყოფა, დადგენილი მომსახურების საფასურის საფუძველზე, ამ მუხლის მე-10 პუნქტის და/ან  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, მათ შორის:

ბ.ბ.ა) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება, შენახვა და ტრანსპორტირება ან COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება სწრაფი/მარტივი მეთოდით (უშუალოდ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მეშვეობით);

ბ.ბ.ბ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტის განმახორციელებელი/მიმწოდებელი დაწესებულების/ლაბორატორიების მეშვეობით (სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და შესაბამის დაწესებულებას/ლაბორატორიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2020.
როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №451. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022168.
რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №451, 20.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022168 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4931400/