შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 22.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №455
სარეგისტრაციო კოდი 040170310.10.003.022172
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მოთხოვნების/სტანდარტების, დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ შპს ენგურჰესისა და შპს ვარდნილჰესების კასკადის მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №455
2020 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის სახეობებს, მათ ოდენობებს, გადახდის პერიოდულობასა და წესს.
2. ნებართვის მფლობელი/მაძიებელი ვალდებულია, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, გადაიხადოს დადგენილი ერთჯერადი საფასური შერჩეული პირის მიერ მომსახურების გაწევამდე, ხოლო ელექტრონული კონტროლის სისტემის ოპერირების (საოპერაციო) საფასური − ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული პერიოდულობით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, განახორციელოს საქმიანობა სათამაშო აპარატების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების, ტოტალიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით;
ბ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სათამაშო აპარატების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების, ტოტალიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით;
გ) შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომში − შემოსავლების სამსახური) მიერ, სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით, შერჩეული პირი;
დ) GGR − ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა (IN-OUT);
შენიშვნა: აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის შემთხვევაში, GGR მოიცავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების ნებართვის მფლობელისთვის მის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობას (IN-OUT);
ე) მონიტორინგის მოწყობილობა − კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობა.
მუხლი 3🔗. მომსახურების სახეები
შერჩეული პირის მიერ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ხორციელდება შემდეგი მომსახურება:
ა) POS ტერმინალის მოწყობა − სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშისა) თითოეული ბილეთის ასახვას კონტროლის ელექტრონულ სისტემაში;
ბ) სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირველადი კვლევა/ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა − ტექნიკური აუდიტი, რომლითაც განხორციელდება შერჩეული პირის მიერ სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობის შეფასება და მის საფუძველზე ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა. აღნიშნული პროცესი ხორციელდება ცალ-ცალკე, საქმიანობის შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
ბ.ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები;
ბ.ბ) სათამაშო აპარატების სალონ(ებ)ი, ტოტალიზატორები, გარდა ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ.გ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მაძიებელთან/ორგანიზატორთან, ასევე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებელთან/მფლობელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსება − ტექნიკური მოწყობილობების/დანადგარების/სხვა საშუალებების განთავსება, რომლის მიზანია კონტროლის ელექტრონულ სისტემაში სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ინტეგრირება;
დ) საოპერაციო საფასური − კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის, შერჩეული პირის მიერ გაწეული მიმდინარე მომსახურების საფასური;
ე) სათამაშო აპარატის მონიტორინგის მოწყობილობის განთავსება − კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობის განთავსება;
ვ) GSM ბარათის აქტივაცია − მობილური სიგნალის გადასაცემად საჭირო საკომუნიკაციო მოწყობილობის აქტივაცია.
მუხლი 4🔗. ერთჯერადი საფასურები
1. ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირველადი კვლევა/ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის საფასური − არაუმეტეს 35 000 ლარისა, საქმიანობის თითოეული მიმართულების მიხედვით.
2. სისტემურ-ელექტრონული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობისა და თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთან/მაძიებელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსების საფასური − არაუმეტეს 100 000 ლარისა თითოეულ ნებართვის მფლობელზე/მაძიებელზე.
3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის/მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სათამაშო აპარატებზე მონიტორინგის მოწყობილობის განთავსება (მათ შორის, ინსტალაცია) − არაუმეტეს 500 ლარისა ერთ სათამაშო აპარატზე.
4. GSM ბარათის აქტივაცია − არაუმეტეს 10 ლარისა ერთ სათამაშო აპარატზე.
5. POS ტერმინალის მოწყობა − არაუმეტეს 2500 ლარისა.
მუხლი 5🔗. ელექტრონული კონტროლის სისტემის ოპერირების (საოპერაციო) საფასური
შერჩეული პირისათვის გადასახდელი საოპერაციო საფასურებია:
ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების ნებართვის მფლობელებისთვის − არაუმეტეს GGR-ის 0.5%-ისა ყოველთვიურად;
ბ) თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელებისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე − არაუმეტეს GGR-ის 5%-ისა ყოველთვიურად;
გ) სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელებისთვის − არაუმეტეს 3.5 ლარისა დღეში ერთ სათამაშო აპარატზე.
მუხლი 6🔗. საფასურების გადახდის წესი
1. ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული საფასურების გადახდა ხორციელდება შერჩეული პირის მიერ მომსახურების გაწევამდე.
2. ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული საფასურების ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განისაზღვრება შერჩეულ პირსა და ნებართვის მფლობელს/მაძიებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.