შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - იაგუბ რაშიდოვი N883)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 883
სპეციალისტი:     შპს „კონსალტინგ გრუპს”           ს/კ 404483536 

დირექტორი:        ნინო არაბიძე

მისამართი:          ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23

ელფოსტა:           auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში:     GE44TB7747836020100004

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: იაგუბ რაშიდოვი, პირადი N 36001031889

მოვალე (მსესხებელი): იაგუბ რაშიდოვი, პირადი N 36001031889

იპოთეკის ხელშეკრულება: 123123961730, თარიღი 17/03/2016

ვალდებულების წარმოშობა: N0145.3246914.001 გენერალური  ხელშეკრულება 11.03.2016 წელი;

N3246914-8287560  საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 17.03.2016 წელი;

იპოთეკის რეკვიზიტები: საგარეჯოს რ-ნი სოფ. ლამბალო , საკადასტრო კოდი: 55.21.51.223

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: N3246914-8287560 – 28 791,22 ლარი (მათ შორის – 20 000 ლარი – ძირითადი თანხა, 6 609,31 ლარი – დარიცხული პროცენტი, 2 000 ლარი - დარიცხული პირგასამტეხლო, 181,91 ლარი – დაზღვევის საფასური).

სპეციალისტის საფასური – 587 ლარი.

სხვა ხარჯები (სამართალწარმოების ბაჟები): 1675,75 ლარი.

აუქციონის ჩატარების დრო:  05/08/2020 წლის 12:30 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის N 23

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 31053.97 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა:  სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, დაზუსტებული ფართობი: 1300.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი 229.8 კვ.მ. N02/1 დამხმარე – 107.8 კვ.მ., მის: საგარეჯოს რ-ნი სოფ. ლამბალო

გარდამავალი უფლებები:  დიახ, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია პირველი რიგის იპოთეკა: იპოთეკარი – თიბისი ბანკი (ცესიის ხელშეკრულება პროკრედიტ ბანკსა და თიბისი ბანკს შორის, რეესტრის N150074273, დამოწმებული ნოტარიუსის – მედეა გვაზავას მიერ 27/10/2015 წელს ), მესაკუთრე – იაგუბ რაშიდოვი; იპოთეკის ხელშეკრულება N670352929-021, დამოწმების თარიღი – 27/05/2014

აუქციონის პირობები: 

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს:

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვება ჩამორთმეული პირის შეთავაზებას.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.

აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის  0.59 პროცენტს;

 

სპეციალისტი:   შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536 

დირექტორი                                        ნინო არაბიძე.