საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 23.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №15/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016487
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2020
matsne.gov.ge 383 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 98% 30.07.2018 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 96% 13.06.2017 2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 06.09.2019 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 20.02.2023 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 26.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №15/2020 2020 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის,  53-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 10 იანვრის №1/2020 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიების საბიუჯეტო განაცხადის ფორმები (ფორმა №1, №1-1, №2-1, №1-2/2-2, №1-3, №2-3, №1-4, №1-5, №2-4, №2-5, №3, №4) დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის განისაზღვროს საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს წარუდგინონ ინფორმაცია არაუგვიანეს 5 აგვისტოსი, ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, დანართი 2-ით დადგენილი დაფინანსებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ცესკოს მიერ ჩასარიცხი, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილი  დაფინანსების თანდართული ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად.   მუხლი 5🔗 დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილების პირველი – მე-4 მუხლების მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა, ცესკოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ცესკოს დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე. მუხლი 6🔗 ცესკოს მიერ, ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე. მუხლი 7🔗 აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15 პროცენტის ფარგლებში. მუხლი 8🔗 საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება წარმომადგენლობითი ხარჯები გაწიონ არაუმეტეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1 პროცენტისა. მუხლი 9🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 10🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი