„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №462 |
|
2020 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტების მერიებს, გამოყონ უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიასთან“ (ს/ნ: 206348736) ერთად, უზრუნველყოფენ მიწის ნაკვეთ(ებ)ის აგროტექნიკური დამუშავების მომსახურების კოორდინაციას.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის ან/და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურების (შემდგომში − მომსახურება) ღირებულების სუბსიდირების გზით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.“;
ბ) მე-3 მუხლის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სუბსიდია − საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სააგენტოს მიერ პროგრამის პირობების შესაბამისად ბენეფიციარ(ებ)ისათვის გათვალისწინებული დახმარება;“;
„ზ) კომპანია − სააგენტოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება − შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ (ს/ნ: 206348736), რომლისგანაც ბენეფიციარი ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს მომსახურების მიღებას;“;
გ) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ბენეფიციარს ჯამურად საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია არანაკლებ 1.25 ჰა-დან და არაუმეტეს 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, შეუძლია, ბარათზე დარიცხული ქულები ან/და თანხა გამოიყენოს საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად.
4. მომსახურების გაწევის მიზნით, მიწის ნაკვეთის ან/და მომიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის საერთო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.25 ჰა-ს.“;
დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. კომპანიის მიერ შესასრულებელი მომსახურება
კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მომსახურების საფასური ბენეფიციარ(ებ)ს ჩამოეჭრებათ ბარათ(ებ)იდან, თანხის ან/და ქულების სახით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №462. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.022179.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №462, 23.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022179 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4938427/