,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.142.016259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2020 წლის 24 ივლისი

ქ. ნინოწმინდა

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020  წლის 4 თებერვლის   №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.142.016247):

ა) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დაბადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ ახალშობილის ერთ - ერთი  მშობელი რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“;

ბ)დადგენილების დანართის მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების სტაციონალურ-ამბულატორიული  და  სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსება.“;

გ) დადგენილების დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ესაჭიროებათ სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა; თუ მოქალაქის მიერ სამედიცინო მომსახურების საფასური გადახდილია, მერია მოახდენს ხარჯების ანაზღაურებას  მოქალაქის სასარგებლოდ მის პირად საბანკო ანგარიშზე“;

დ) დადგენილების დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) საფასურის გადახდის  დამადასტურებელი დოკუმენტი (შემოსავლის ორდერი) .“;

„ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2020.
როდის იქნა მიღებული „,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.07.2020. მიმღები ორგანო — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.142.016259.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №14, 24.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016259 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4939067/