📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2020
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016372
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2020
matsne.gov.ge 1,449 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკციების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.10.2020 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.12.2017 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.06.2019 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.12.2017 „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2020 წლის 24 ივლისი ქ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების  შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018   წლის  6 აგვისტოს  №19  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა დანართი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების  სამსახური (შემდგომ– სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) მთელ ტერიტორიაზე. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება, ეს  დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები. 3. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტთან (ჰარმონიზაციის ცენტრთან) კოორდინირებულად. 4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 5. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. 6.  სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახურის  ფუნქციებია: 1. მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; 2.  ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; 3. მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; 4. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, მერისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; 5. მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 6.  მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 7. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება; 8. სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; 9. სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება; 10. მერიაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; 11. მერიაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მერისთვის წარდგენა; 12.  სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მერისთვის წარდგენა; 13. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მერთან  შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა; 14.  მერიის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; 15. მერიაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; 16.  სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს. მუხლი 3🔗. სამსახურის  უფლებები 1.  სამსახური უფლებამოსილია: ა) მერიაში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ბ) საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს არაგეგმური შიდა აუდიტორული შემოწმება ობიექტის წინასწარი ინფორმირების გარეშე; გ) ჩაატაროს მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ინსპექტირება, მოამზადოს ინსპექტირების დასკვნა და წარუდგინოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს; დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისგან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი მოსამსახურე შესაბამისი ინფორმაციის ან/და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით; ე) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს მერიის მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს მითითება მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები; ზ) მერს წარუდგინოს რეკომენდაცია მერიის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; თ) მერს წარუდგინოს რეკომენდაცია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების შესახებ; ი) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2.  მერიის  და  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მოსამსახურეებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა. 3. სამსახურის მოსამსახურის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად. მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობები  სამსახური ვალდებულია: 1. დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;  2. შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის წინასწარი ინფორმირების გარეშე; 3.შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით, გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი  ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში; 4. საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მერს; 5.შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მერს, მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე; 6. შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს, მერთან შეთანხმებით; 7. უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 5🔗. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. 4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია შიდა აუდიტის განყოფილება. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელისგან (მოხელეებისგან). 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და მერის სამართლებრივი აქტებით. 7. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს განყოფილების  საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის; დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს  მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 8. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. 9. შიდა აუდიტის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას; გ) მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; დ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახსრების, მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლას და ანალიზს; ე) მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზს და შეფასებას; ვ) შიდა  აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ზ) მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმებას და შეფასებას სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; თ)  ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის მომზადებას და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას; ი) სამსახურის მიერ მოსამზადებელი რეკომენდაციების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; კ) განყოფილების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგს და შედეგების შესახებ სამსახურის უფროსისთვის ინფორმაციის წარდგენას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.