,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-367/ო

2020 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზესაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული შემდეგი დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

1. დანართი №15 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის);

2. დანართი №30 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები კინოწარმოებისთვის).

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი                                                                                   ეკატერინე ტიკარაძე

 

 


📎 დანართები (2)
367-danarti 15.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №15

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის

ტურისტული კომპანიის, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორის, გიდებისა და მძღოლების რეკომენდაციები:

  • ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;

  • ტურისტული ჯგუფი (მათ შორის, გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;

  • სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;

  • ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ-გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების განსათავსებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;

  • ისეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან, სადაც მგზავრთა დასაჯდომი ადგილების ოდენობა აღემატება 20-ს, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად მძღოლის კაბინასთან უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;

  • ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარიული დამუშავება;

  • ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);

  • რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;

  • ტურის მსვლელობისას მძღოლს თან უნდა ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;

  • ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გიდის ვალდებულებები:

  • გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი;

  • ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია;

  • ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ;

  • დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა;

  • თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ახალი კორონავირუსის Covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ., გიდი ვალდებულია მოახდინოს სათანადო შეტყობინების გაკეთება 112-ში და იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

შენიშვნა: თუკი გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიოაპარატურას, გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ყურსასმენები.

რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით:

  • სატრანსპორტო საშუალებებში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

  • უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი;

  • გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);

  • აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;

  • მუდმივად განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;

  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად;

  • ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო/ვიდეოტექნიკის გამოყენება).

ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები, გიდებისა, მძღოლების და ტურისტების ვალდებულებები ტურისტული მომსახურების გაწევის/მიღების დროს:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;

  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

  • გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ამისათვის გამოყოფილ სათანადო ურნაში;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

367-danarti 30.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №30

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები კინოწარმოებისთვის

კინოგადაღების (კინოწარმოების) პროცესში შესასრულებელი ძირითადი რეკომენდაციები:

  • უზრუნველყავით რისკების შეფასება და ინფექციის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღების ღონისძიებების დაგეგმვა იმგვარად, რომ გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი;

  • ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის დროს იხელმძღვანელეთ ღონისძიებათა იერარქიის შესაბამისად (დანართი №1);

  • შეიმუშავეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის გეგმა, ასევე შესაძლო ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა;

  • მაქსიმალურად შეზღუდეთ კინოგადაღებაში ჩართული პირების წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა (გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება;

  • კინოგადაღების პერიოდში გადასაღებ მოედანსა და ყველა შესაბამის ლოკაციაზე დააწესეთ სპეციალურად დაცული ზონები, რათა გამოირიცხოს გარეშე პირის მოხვედრა გადასაღებ მოედანზე (გარდა სასურსათო მომარაგების, დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირების და სხვა მკაცრად განსაზღვრული პირებისა);

  • გამოყავით მინიმუმ 1 პასუხისმგებელი პირი გადასაღებ მოედანზე (თითოეულ ლოკაციაზე), რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული სათანადო რეკომენდაციების შესრულებაზე;

  • კინოგადაღებაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) ტესტირებას გაივლიან როგორც საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელი პირები;

  • მსახიობებს მიაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია გადასაღებ მოედანზე არსებული საკარანტინო წესების არსებობის შესახებ (შესაძლებელია აღნიშნულის კონტრაქტში ასახვა);

  • უზრუნველყავით გადასაღებ მოედანზე ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;

  • ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ ყოველდღიური თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;

  • თერმოსკრინინგის დროს, ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს და გააკეთეთ სათანადო შეტყობინება;

  • თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

  • კინოწარმოების პროცესში შექჰმენით სამუშაო ჯგუფები, მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით და შესაძლებლობის ფარგლებში, შეამცირეთ სამუშაო ჯგუფის რაოდენობის ერთ სივრცეში კონცენტრაცია;

  • შეამცირეთ ჯგუფის წევრთა ფიზიკური კონტაქტი და სამუშაო დრო (წარმოების ეტაპების გათვალისწინებით);

  • განსაზღვრეთ ჯგუფის წევრთა შიდა კონტაქტების წრე, ასევე ადმინისტრაციული ღონისძიებები დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეამციროთ თითოეული ჯგუფის წევრის კონტაქტების ოდენობა;

  • უზრუნველყავით მსახიობების და მასიურ სცენებში მონაწილე პირების ერთმანეთისაგან დისტანცირება, გარდა გადაღებისათვის აუცილებელი შემთხვევებისა;

  • უზრუნველყავით გადასაღებ მოედანზე, ასევე ყველა იმ სივრცეში, რომელიც გამოიყენება კინოწარმოების მიზნებიდან გამომდინარე სათანადო სივრცის შენარჩუნება (რეკომენდირებულია ყოველ 5 მ2 ფართობზე 1 პირის დაშვება);

  • გადასაღები მოედნის, ასევე მოედნის ტერიტორიაზე არსებულ ან კინოწარმოებისთვის გამოსაყენებელი ყველა შენობის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

  • გადაღების პროცესში ჩართული, ასევე გადასაღებ მოედანზე მყოფი სხვა/მესამე პირები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

  • პირბადით;

  • საჭიროების შემთვევაში ხელთათმანითა და სახის დამცავი ფარით.

  • გადასაღებ მოედანზე მყოფი თითოეული პირისთვის გაითვალისწინეთ მინიმუმ 4 პირბადე 12-საათიანი სამუშაო დღისთვის (გადასაღები). ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ესწრება გადაღებას, მათ შორის გარე კონტრაქტორებზეც;

  • სადაც ეს შესაძლებელია, არ დაუშვათ სამუშაო/სამოქმედო სივრცეში გადამღები ჯგუფის ტექნიკური პერსონალი/მესამე პირები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;

  • მაქსიმალურად შეზღუდეთ გარეშე პირთა/ვიზიტორთა დაშვება გადასაღებ მოედანზე. თუ გადასაღებ მოედანზე გარეშე პირების დასწრება გარდაუვალი და აუცილებელია (მაგ.: არასრულწლოვანი მსახიობების მშობლები), მათ უნდა დაიცვან ყველა წესი, რაც მოქმედებს გადასაღებ მოედანზე, ჯგუფის წევრების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით;

  • უზრუნველყავით გამოყენებული ინვენტარის, რეკვიზიტების, ტექნიკის საშუალებების, და სხვა გამოყენებული აღჭურვილობის დადგენილი წესით წმენდა/დეზინფექციის კონტროლი;

  • უზრუნველყავით კოსტიუმების წმენდა/დეზინფექცია და დაუთოება შესაბამისი წესით. სცენარის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ვერ ხერხდება კოსტიუმების რეცხვა (მაგ.: დაფაქტურებული კოსტიუმები), მაშინ გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს კოსტიუმის შეფუთვა პლასტიკურ პარკში, რომელიც შეხებაში არ იქნება სხვა პირებთან, გარდა კონკრეტული მსახიობისა, ვისთვისაც არის განკუთვნილი;

  • გრიმიორის და თმის სტილისტის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყავით მათი აღჭურვა ნიღბით, ხელთათმანებითა და სახის დამცავი ფარით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ხელთათმანებით მუშაობა (მაგ.: თმაზე მუშაობის პროცესში), მაქსიმალურად ხშირად დაიმუშავეთ ხელი არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით;

  • კინოგადაღების სამუშაო/სამოქმედო სივრცეში მყოფი ყველა პირი უზრუნველყავით ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (შეუძლებლობის შემთხვევაში სავალდებულოა ხელის დამუშავება არანაკლებს 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით);

  • ყველა ის სივრცე, სადაც შესაძლებელია მოხვდეს კინოგადაღების პროცესში მონაწილე პირი, უზრუნველყავით არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებით;

  • ის ჯგუფის წევრები, რომელთათვისაც შეუძლებელია სადეზინფექციო სტენდებთან მისვლა, უზრუნველყავით ჯიბის ერთჯერადი სადეზინფექციო ხელსახოცებით ან ინდივიდუალური სანიტაიზერებით;

  • მოახდინეთ გადასაღებ მოადანზე, დახურულ პავილიონებში შემოსული ყველა სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია. ასევე ყოველდღიურად მოახდინეთ იმ სატრანსპორტო საშუალებების შიდა სივრცეების (სალონი) დეზინფექცია, რომელსაც გადაჰყავს გადამღები ჯგუფის წევრები;

  • კინოგადაღების პროცესში დააწესეთ სანიტარიული შესვენებები;

  • მიაწოდეთ ინფორმაცია კინოგადაღების პროცესში ჩართულ ყველა პირს (ვისთვისაც, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია) ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

  • სამოქმედო/სამუშაო სივრცეში პერიოდულად დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები (მათ შორის, ღილაკები, სახელურები, მოაჯირები და ა.შ.) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • სამუშაო/სამოქმედო სივრცეები უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერით (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

  • უზრუნველყავით საერთო გამოყენების დახურული სივრცეების ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების N6 დანართის შესაბამისად.

გადასაღები მოედნისათვის კინოგადაღების დროს გასატარებელი ღონისძიებები:

  • იმ შემთხვევაში, თუ კინოგადაღების პროცესში თითოეული ჯგუფის შემადგენლობაში არის 10 (ათი) ადამიანზე მეტი, რეკომენდირებულია სივრცის განაწილება იმგვარად, რომ ყოველ 5 მ2 ფართობზე იყოს 1 (ერთი) ადამიანი, უსაფრთხო დისტანციის დაცვის გათვალისწინებით;

  • მაქსიმალურად შეამცირეთ კონოგადაღების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;

  • უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება ან სამუშაო ინსტრუმენტების ხშირი დეზინფექცია;

  • აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია;

  • კინოგადაღების დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვრეთ გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ დახურულ სივრცეებში:

  • იმ შემთხვევაში, როდესაც კინოგადაღების პროცესში ვერ ხერხდება დახურული სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით;

  • ხელოვნური ვენტილაციის სისტემის არსებობის შემთხვევაში, გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე სამუშაო პროცესის დაწყებამდე 2 საათით ადრე და სიჩქარე შეამცირეთ მინიმალურამდე ღონისძიების დამთავრებიდან 2 საათის შემდეგ;

  • არ გამორთოთ ვენტილაცია, არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;

  • სავენტილაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე დააწესეთ საინჟინრო კონტროლი, ასევე ვენტილაციის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 (ოთხ) თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით).

დალაგება კინოგადაღების დახურულ სივრცეებში:

  • მოახდინეთ დახურული სივრცის დალაგება ყოველი კინოგადაღების დაწყებისა და დამთავრების შემდეგ;

  • მაქსიმალურად მოახდინეთ დახურული სივრცეების განიავება გამჭოლი ნიავის პირობებში;

  • კინოგადაღების წინ დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);

  • დასუფთავება მოახდინეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ. კინოდარბაზი) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;

  • იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია არანაკლებ 70%-ანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების პრეპარატის გამოყენება;

  • საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;

  • დასუფთავება-დალაგების პროცედურები განახორციელეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების №6 დანართით.

აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.

სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:

  • სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, უნდა განხორციელდეს დაბინძურებისთანავე, მაგრამ აუცილებელი წესით ყოველი გადაღების წინ და დასრულების შემდეგ;

  • საპირფარეშოს დალაგება ხორციელდება სველი წესით და სარეცხი საშუალებებით, წმენდის შემდგომი დეზინფექციით, სათანადო წესით;

  • დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია:

  • ნიღაბი;

  • ერთჯერადი ხალათი;

  • სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);

  • თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

მოთხოვნები ღია სივრცეებში კინოგადაღების დროს:

  • კინოგადაღების დროს, შესაძლებლობის შემთხვევაში, მონიშნეთ უსაფრთხო მანძილები, დისტანციის დაცვის მიზნით;

  • უზრუნველყავით კინოგადაღებისთვის განკუთვნილი აპარატურის, რეკვიზიტების და სხვა საშუალებების წინასწარ და შემდგომ დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით.

დამატებითი სერვისები:

თუ კინოგადაღების პროცესი ითვალისწინებს მონაწილე პირთათვის კვებით/სასმელ კომპონენტს, მკაცრად უნდა იქნეს დაცული შემდეგი პირობები:

  • ჯგუფის წევრების კვების დროს გამოყავით ჯგუფის წევრების კვებისათვის სათანადო ადგილი;

  • გამასპინძლებისთვის გამოიყენეთ ერთჯერად კონტეინერებში (დადგენილი ნორმების დაცვით) მოთავსებული საკვები. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან. ბარიერთან უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაბამისი მანიშნებლებით;

  • საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ერთჯერადი ჭურჭელი;

  • გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;

  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა სათანადო წესით;

  • გამოყენებული ერთჯერადი ჭურჭლისთვის უზრუნველყავით დახურული ყუთის/კონტეინერის გამოყენების შესაძლებლობა;

  • პერსონალი, რომელიც ემსახურება კვებით უზრუნველყოფას, აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღაბი, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები;

  • კვების პროცესში უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ პორტატულ სკამებს და ნაკლებად გამოიყენოთ გრძელი სკამები.

კინოგადაღებაში მონაწილე პირთა ვალდებულებები:

  • გახსოვდეთ, ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია კინოგადაღების დროს განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

  • მოერიდეთ თავშეყრას. რეკომენდირებულია მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ);

  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელიც მოგეწოდათ კინოგადაღების პროცესში გამოყენების მიზნით;

  • კინოგადაღების დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და თხევადი საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ ერთჯერადი საშუალებებით;

  • გამოიყენეთ არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;

  • თუ საქმიანობა ითვალისწინებს ფულის ნიშნებთან და პროდუქციასთან ურთიერთობას, აუცილებლად გამოიცვალეთ ხელთათმანი და გახდის დროს დაიმუშავეთ ხელები არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებებით.