კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/51
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №02/51

2020 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ საქართველოს კანონის 51-ე, 52-ე, 53-ე, 61-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს №1 დანართის თანახმად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 ივლისის №02/45 ბრძანება.

3. დაევალოს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

4. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52).

 

 გენერალური დირექტორი                                                                                  ნიკოლოზ ანთიძე.