„მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსი შპს“-ში მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქმნილი დავალიანების ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ“

მიღების თარიღი 10.08.1999
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №181
სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.730
გამოქვეყნების წყარო სსმ, 47(54), 30/09/1999
matsne.gov.ge 654 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსი შპს“-ში მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქმნილი დავალიანების ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ“ სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 090.012.003.730 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №181 1999 წლის 10 აგვისტო ქ.თბილისი მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსი შპს“-ში მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქმნილი დავალიანების ნაწილობრივი კომპესანციის შესახებ აღინიშნოს, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებული იქნა მუნიცპალურ საწარმო „თბილტრანსი შპს“ ში ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით აღებული და შეუსრულებელი ვალდებულებები. აღნიშნული ვალდებულება წარმოშობილია „ქალაქ თბილისის სატრანსპორტო მეურნეობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და სამგზავრო ტრანსპორტის საწარმოებში კადრების შენარჩუნების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 26 ნოემბრის №662 და აღნიშნულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტექტისა და და საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 24 თებერვლის №96 დადგენილებების საფუძველზე ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების მიერ, საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის გარანტიით, ქალაქ თბილისის მიწისზედა საქალაქო ტრანსპორტზე სამუშაოდ მძღოლთა მოწვევის გამო, რომლის შესრულება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში შექმნილი რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელი გახდა. ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების (ამჟამად, მუნიციპალური საწარმო „თბილტრანსი შპს") შეუსრულებული ვალდებულებების სახელმწიფო ვალად აღიარების შემდეგ საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით და ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოიძებნა სახსრები ამ ვალდებულებათა ნაწილობრივი კომპენსაციისათვის. „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის №413 ბრძანებულებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 2 ივლისის  №1 სხდომის და 15 ივლისის №2 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ბინების ნაცვლად მუნიციპალურ საწარმოში „თბილტრანსი შპს“-ს მძღოლთა უმრავლესობა 1999 წლის 15 მაისის საერთო კრების გადაწყვეტილებით ითხოვს კომპენსაციას ფულადი სახით. 2. „თბილტრანსი შპს“-თან ხელშეკრულებადამთავრებული მძღოლების ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებათა ნაწილობრივი კომპენსაციისათვის გამიზნული საბიუჯეტო ასიგნებების განაწილება განხორციელდეს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 3. „თბილტრანსი შპს“-თან ხელშეკრულებადამთავრებული მძღოლების ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებათა კომპენსაციისათვის ერთჯერადი განაცემის თანხის ოდენობა განისაზღვროს ქ. თბილისის შესაბამის უბნებში ბინების სორიენტაციო საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე თანახმად ამ ბრძანების №1 დანართისა. დ. ონოფრიშვილი მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსი შპს“-თან ხელშეკრულებადამთავრებული მძღოლების ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებათა ნაწილობრივი კომპენსაციისათვის გამიზნული საბიუჯეტო ასიგნებების განაწილების წესი I. ზოგადი დებულებანი 1. მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსი შპს“-თან (შემდგომში – თბილტრანსი) ხელშეკრულებადამთავრებული მძღოლების მიმართ ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებათა ნაწილობრივი კომპენსაციისათვის გამიზნული საბიუჯეტო ასიგნებები, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზების კვალობაზე, პერიოდულად ჩაერიცხება თბილტრანსის მომსახურე ბანკში ამ მიზნისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. 2. ხელშეკრულებადამთავრებული მძღოლებისათვის ბინების საკომპენსაციოდ ერთჯერადი განაცემის გაცემა განხორციელდება თბილტრანსის მიერ დამტკიცებული სიების საფუძველზე, რიგითობის მკაცრი დაცვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ერთჯერადი განაცემის ოდეობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული ხელშეკრულებადამთავრებული მძღოლისათვის, ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 10 აგვისტოს №181 ბრძანების №1 დანართის შესაბამისად და ხელშეკრულების მიხედვით. 4. ქ. თბილისის მერია თბილტრანსისათვის ყოველი გადარიცხული თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხის გადარიცხვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში. 5. თბილტრანსი გაცემული ერთჯერადი განაცემების ოდენობას აღრიცხავს წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უზრუნველყოფს ინფორმაციის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის. II. ერთჯერადი განაცემების გაცემის პროცედურა 1. ბინების საკომპენსაციოდ ერთჯერადი განაცემების მისაღებად ხელშეკრულებადამთავრებული მძღოლები (ან მათი უფლებამონაცვლე პირები), დამტკიცებული რიგითობის შესაბამისად, თბილტრანსს წარუდგენენ შემდეგ საბუთებს: ა) ბინის მიღების ხელშეკრულების ასლი; ბ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილება ბინის გამოყოფის თაობაზე, ან ბინის მიღების ორდერის ასლი; გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი). დ) ბინების საკომპენსაციოდ ერთჯერადი განაცემის მიღებაზე ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თანხმობა ბრძანების №1 დანართში მოცემული ქ. თბილისის ცალკეულ რაიონებში ბინების საორიენტაციო საბაზრო ღირებულები შესაბამისად. 2. ბინების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხებს თბილტრანსი მძღოლებზე გასცემს მათ მიერ წარმოდგენილი და თბილტრანსში არსებული საბუთების იდენტურობის დადასტურების საფუძველზე, მის მიერ დამტკიცებული რიგითობის გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 10 აგვისტოს №181 ბრძანების №1 დანართის შესაბამისად. დანართი №1 ქ. თბილისის ცალკეულ რაიონებში ბინების საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 1999 წლის 1 მარტის მდგომარეობით: ყაზბეგის გამზირი ერთოთახიანი ბინა არაუმეტეს 14000 ლარისა ოროთახიანი ბინა არაუმეტეს 22000 ლარისა სამოთახიანი ბინა არაუმეტეს 29000 ლარისა ოთხოთახიანი ბინა არაუმეტეს 36000 ლარისა ხუთოთახიანი ბინა არაუმეტეს 43 000 ლარისა დიდი დიღომი ერთოთახიანი ბინა არაუმეტეს 14000 ლარისა ოროთახიანი ბინა არაუმეტეს 17000 ლარისა სამოთახიანი ბინა არაუმეტეს 20000 ლარისა ოთხოთახიანი ბინა არაუმეტეს 23000 ლარისა ფონიჭალის დასახლება ერთოთახიანი ბინა არაუმეტეს 7000 ლარისა ოროთახიანი ბინა არაუმეტეს 11000 ლარისა სამოთახიანი ბინა არაუმეტეს 14000 ლარისა ოთხოთახიანი ბინა არაუმეტეს 16000 ლარისა