სს „უქსოვადი ქსოვილების“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

სს „უქსოვადი ქსოვილების“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „უქსოვადი ქსოვილების“ (შემდგომში – „საზოგადოება“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2020 წლის 24 აგვისტოს, დღის 12:00 საათზე. საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. სს „უქსოვადი ქსოვილების“ წესდების ახალი რედაქციის მიღება.

2. სს „უქსოვადი ქსოვილების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის ხელფასის განსაზღვრა.

2020 წლის 24 აგვისტოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

ა) დამტკიცდეს სს „უქსოვადი ქსოვილების“ წესდების ახალი რედაქცია თანდართული სახით (დანართი ოქმს თან ერთვის).

ბ) სს „უქსოვადი ქსოვილების“ წესდების ახალი რედაქციის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაევალოს სს „უქსოვადი ქსოვილების“ დირექტორს ბატონ გიორგი ტყეშელაშვილს (პ.ნ. 01026012259).

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით: 

2020 წლის 1 სექტემბრიდან სს „უქსოვადი ქსოვილების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი გაეზარდოს 100 %-ით, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თვიური ხელფასი განისაზღვროს თვეში 200 ლარით.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება საზოგადოების ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქინძმარაულისქ., №15.

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 24 აგვისტოს11:00 საათზე.

აქციონერთა რიგგარეშე კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2020 წლის 29 ივლისი.

აქციონერთა რიგგარეშე კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2020 წლის 14 აგვისტოდან  სს „უქსოვადი ქსოვილების“ აქციების რეგისტრატორთან – სს „საქართველოს გაერთიანებული რეგისტრატორი” შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის პროექტის გაცნობა შესაძლებელია საზოგადოების ოფისში.

სს „უქსოვადი ქსოვილების“ დირექტორი:                                     გ. ტყეშელაშვილი