შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ

მიღების თარიღი 28.07.2020
ძალაში შესვლა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №470
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 243 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2020 მიღება
01.01.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „ვარციხე-2005-ისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 10.12.2020 შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 25.05.2021 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთი ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 83% 22.04.2016 ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 28.12.2021 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/24/1682 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/24/1682 განჩინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 82% 27.10.2023

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №470 2020 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ მუხლი 1🔗 „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, როგორც წყალმომარაგების ლიცენზიანტის, საქმიანობისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლად 2030 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის. მუხლი 2🔗 შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საჯარო მომსახურებას ახორციელებს ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის − ჟინვალჰესის მეშვეობით, ჟინვალჰესის წყალსაცავის ექსპლუატაციის წესების, სეზონური რეჟიმებისა და ჰიდროლოგიური პირობების, ასევე წყალმომარაგების მოთხოვნების გათვალისწინებით, უპირველესად, თავისივე წყალმომარაგების ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების უზრუნველყოფით. ამ ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წყალმომარაგების სექტორისთვის დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება არ ვრცელდება ჟინვალჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ნაწილზე, რომელიც არ ესაჭიროება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის ტარიფის დადგენის საკითხი რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია