„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციაზე კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება ძალადაკარგული თავდაცვა
მიღების თარიღი 13.08.1999
ძალის დაკარგვა 22.02.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური
სარეგისტრაციო კოდი 120.013.003.733
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40(47), 13/08/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| ავზის № | დისტილატების აღწერილობა |
| ბენზოსაქაჩის № | დისტილატის აღწერილობა |
| № | საწარმოს დასახელება |
| ჩათვლები განხორციელებულია სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებით (მათ შორის კორექტირების) | დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილი სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები (მ.შ. კორექტირების) |
| სერია | ნომერი |
დოკუმენტის ტექსტი
„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციაზე კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“
(ძალადაკარგულია - 17.02.2000, №6)
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №204
1999 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციაზე კონტროლის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის № 434 ბრძანებულების შესაბამისად, 1999 წლის 29 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი წარმოების ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების (ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი) ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია სპეციალური დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის გარეშე. აღნიშნული ბრძანებულების შესრულებისა და ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის სახელმწიფო კონტროლის, აღრიცხვიანობისა და დაბეგვრის გაუმჯობებსების მიზნით ვბრძანებ:
1. საბითუმო და საცალო სავაჭრო ქსელის საწარმოებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა (შემდგომში „საწარმოები“), რომლებიც ახორციელებენ ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების (შემდგომში „დისტილატები“) მიწოდებას:
– 1999 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით ჩაატარონ დისტილატების ნაშთების ინვენტარიზაცია.
– არა უგვიანეს 20 აგვისტოსა წარუდგინონ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას ინვენტარიზაციის მასალები დანართი №1-ის მიხედვით. ამასთან, ინვენტარიზაციის მასალებში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს მონაცემები იმ დისტილატების შესახებ, რომლებიც 15 აგვისტოს მდგომარეობით გზაშია (ქვეყნის შიგნით), ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია მათი ინვენტარიზაცია აღნიშნული თარიღისათვის მათი ადგილმდებარეობის მითითებით.
– 1999 წლის 29 აგვისტოდან არ დაუშვან დისტილატების მიწოდების შემთხვევა სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გარეშე.
– დისტილატების მიწოდებისას სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურაში საქონლის დასახელებასთან ერთად აღნიშნონ სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ნომერი და/ან სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი, რომლითაც მოხდენილია მისი იმპორტი და/ან შეძენა.
– არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგინონ საგადასახადო ინსპექციას (შესაბამის შემთხვევაში საგადასახადო დეპარტამენტს) საანგარიშო თვეში მიწოდებულ დისტილატებზე გამოწერილი სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების ასლები.
2. საგადასახადო ინსპექციებმა:
– უზრუნველყონ ინვენტარიზაციას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალის დაზუსტება სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით და მათი წერილობითი ინფორმირება გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ დანართი №2-ის მიხედვით.
– საწარმოებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე შეამოწმონ დაფიქსირებული ნაშთების ლეგალურობა და განცხადების მიხედვით უზრუნველყონ სპეციალური ფორმის დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გაცემა.
– არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 სექტემბრისა წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტს დისტილატების ნაშთების ინვენტარიზაციის შედეგები საწარმოების ჭრილში დანართი №3-ის მიხედვით.
– იმ საწარმოებში, რომლებიც სხვა სახის მიწოდებებს არ ახორციელებენ, უზრუნველყონ ჩვეულებრივი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ინვენტარიზაცია და მათი ამოღება.
– გასცენ საწარმოებზე სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები ჩვეულებრივი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სანაცვლოდ. სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები გაიცეს არა უმეტეს თვენახევრის მარაგის ოდენობით.
– ავტოგასამართი (საცალო) საწარმოებზე სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გაცემა მოხდეს მათი სათანადო მოთხოვნის საფუძველზე.
– საწარმოებზე სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები გასცენ მის ორივე ეგზემპლარზე საქონლის გამყიდველის და მისი საიდენტიფიკაციო კოდის ჩაწერის შემდეგ, რომლის სისწორეს ადასტურებს ინსპექციის უფროსი ხელმოწერითა და ბეჭდით ორივე ეგზემპლარზე უკანა მხარეს ჩაწერით „გამყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი ჩაწერილია“.
– ყოველი თვის 10 რიცხვისათვის წარმოადგინონ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტში საწარმოთა ჭრილში სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გაცემის შესახებ.
– ყოველი თვის 20 რიცხვისათვის წარმოადგინოს ინფორმაცია საწარმოების მიერ გამოწერილი და მიღებული სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების შესახებ დანართი №4 ფორმის მიხედვით.
– არ დაუშვან სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გაცემა ისეთ საწარმოებზე, რომლებთანაც არ ფიქსირდება დისტილატების ნაშთები და მათი ლეგალურობა.
– სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების ყოველი შემდეგი პარტია გასცენ საწარმოების მიერ წინა პარტიის ანგარიშ-ფაქტურების მეორე ეგზემპლარების წარმოდგენისა და მათი წარმოდგენილ ქსეროასლებთან შედარების შემდეგ.
– საწარმოებზე გაცემული სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვა აწარმოონ სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში ჩვეულებრივი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვისაგან განცალკევებით.
– არ დაუშვან საწარმოების მიერ დღგ-ის ჩათვლის შემთხვევები სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების და/ან სპეციალური საბაჟო-სატვირთო დეკლარაციების გარეშე.
3. სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გაცემა მოხდეს საგადასახადო ინსპექციების უფროსების პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. ქ. თბილისის და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციებში აღრიცხულ საწარმოებზე ანგარიშ-ფაქტურები გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ.
4. დღგ-ის სპეციალური მკაცრი აღრიცხვის ანგარიშ-ფაქტურად გამოყენებულ იქნეს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმა სერია „ე“ №900000-დან ზევით, რომელიც ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ ბეჭდითა და სპეციალური აღნიშვნით დამოწმებას. ამასთან, პირველ პირზე ბეჭდით დამოწმება ხორციელდება მარცხენა ზედა კუთხეში და კეთდება ლურჯი ფერის სპეციალური აღნიშვნა შემდეგი ტექსტით "ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით ძალაშია გამოწერიდან ორი დღის ვადაში"; ხოლო მეორე პირზე ბეჭედი ისმევა მარჯვენა ქვედა კუთხეში და კეთდება ანალოგიური აღნიშვნა წითელი ფერის.
5. საგადასახადო პოლიტიკის გადამხდელთა დაბეგვრის, კონტროლის მეთოდების და პროგრამების დეპარტამენტმა (უ. მეზურნიშვილი), სამეურნეო დეპარტამენტის ადმინისტრაციული და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა (ი. ადეიშვილი) უზრუნველყოს დღგ-ის სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების გადამხდელებზე და საგადასახადო ინსპექციებზე გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება.
6. შემოსავლების შესახებ ინფორმაციისა და ანალიზის, გადამხდელთა მომსახურების, რეგისტრაციისა და კომპიუტერული სისტემების სამმართველომ (ფ. ლოლაძე) შეიმუშაოს სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების კომპიუტერული პროგრამა.
7. ადგილობრივმა საგადასახადო ინსპექციებმა და ოპერატიულმა სამსახურებმა სისტემატური კონტროლი დააწესონ ანგარიშ-ფაქტურების მოძრაობაზე.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ნ. ქავთარაძეს.
მ. ჩიკვილაძე
დანართი №1
დისტილატების ინვენტარიზაციის შედეგები
________________________________
საწარმოს დასახელება, გვარი, სახელი
საიდანტიფიკაციო კოდი
____________________________
მისამართი (საწყობის)
დღგ-ის სერტიფიკატის ნომერი
ავზის №
დისტილატების აღწერილობა
რაოდენობა (ლიტრებში)
ბენზოსაქაჩის №
დისტილატის აღწერილობა
მთლიანი გაყიდული რაოდენობა მრიცხველის მიხედვით
ვადასტურებ, რომ მითითებუოლი ნავთობის მარაგი ფიზიკურად არსებობდა ზემოხსენებულ საწყობში 1999 წლის 15 აგვისტოს ...... (დრო) მოცემული ციფრები სწორია, მრიცხველზე მოცემული ციფრები დაფიქსირდა და აღინუსხა ზუსტად.
ამასთან, ვერ მოხერხდა იმ _____________________________________
დისტილატების (დასახელება, მოცულობა)
ინვენტარიზაცია იმის გამო,
რომ გზაში იმყოფება
საწარმოს ხელმძღვანელი _________ (ხელმოწერა) __________ (თარიღი)
დანართი №2
________________________________
საწარმოს დასახალება, სახელი, გვარი
გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების აღსრულების მიზნით გევალებათ 15 აგვისტოს მდგომარეობით ჩაატაროთ ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ინვენტარიზაცია და მასალები წარმოადგინოთ საგადასახადო ინსპექციაში არა უგვიანეს 20 აგვისტოსა. ასევე გაცნობებთ, რომ 29 აგვისტოდან გეკრძალებათ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების გარეშე. სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურაში დისტილატის დასახელებასთან ერთად უნდა მიეთითოს იმ სპეციალური საბაჟო დეკლარაციის ნომერი ან/და სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის ნომერი და სერია, რომლითაც მოხდა შეძენა.
ინსპექციის უფროსი (ხელმოწერა)
გავეცანი ინფორმაციას: საწარმოს ხელმძღვანელი
დანართი №3
ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ნაშთები 1999 წლის
15 აგვისტოსათვის
________________________________
ინსპექციის დასახელება
№
საწარმოს დასახელება
დისტილატების დასახელება
რაოდენობა (ლიტრებში)
შენიშვნა
სულ ჯამი
ინსპექციის უფროსის ხელმოწერა:
დანართი №4
ინფორმაცია
სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების შესახებ
____________________________________
ინსპექციის დასახელება
ჩათვლები განხორციელებულია სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებით (მათ შორის კორექტირების)
დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილი სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები (მ.შ. კორექტირების)
სერია
ნომერი
დღგ-ის თანხა
ანგარიშ-ფაქტურა, რომლის კორექტირებაც წარმოებს
სერია
ნომერი
დღგ-ის თანხა
ანგარიშ-ფაქტურა, რომლის კორექტირებაც წარმოებს
სერია
ნომერი
სერია
ნომერი
ინსპექციის უფროსის (ხელმოწერა)