„საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური ტვირთების გადაადგილების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი საბაჟო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.013.003.734

საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის

თავმჯდომარის ბრძანება №156

1999 წლის 12 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური ტვირთების გადაადგილების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში, მიუხედავად სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა, კვლავ ადგილი აქვს შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორი-ცხინვალი-როკის მიმართულებით ტრანზიტის რეჟიმით ტვირთების, მათ შორის სპირტის, თამბაქოს ნაწარმის, ნავთრბპროდუქტების და სხვა აქციზური საქონლის უკანონო მოძრაობის ფაქტებს, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლის შესაბამისად ქვეყნის საზღვარზე აქციზური ტვირთების გადაადგილებაზე კონტროლის გაძლიერების, კონტრაბანდის ფაქტების აღმოფხვრის და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით ვბრძანებ:

1. აიკრძალოს რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გორი-ცხინვალი-როკის საავტომობილო მაგისტრალის გავლით აქციზური ტვირთების ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით (ტრანზიტის, ექსპორტის, რეექსპორტის, იმპორტის და სხვა საბაჟო რეჟიმებით) გადაადგილება.

2. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურმა (მ. ნაჭყებია), კონტრაბანდის და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების წინააღმდეგ მებრძოლმა სამმართველომ (თ. კობახიძე) გაატარონ ქმედითი ღონისძიებები შიდა ქართლის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით როკის გვირაბის გავლით აქციზური ტვირთების გადაადგილების მცდელობის აღკვეთის მიზნით.

3. თავმჯდომარის აპარატმა (ქ. ბოხუა) უზრუნველყოს ბრძანების გამოქვეყნება და შესაბამისი განმარტებების მიცემა.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ დ. აბესაძეს.

თ. მაღლაკელიძე